ტრამპი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“
ტრამპი: ირანზე ახალი დარტყმები ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში 38 ხიდის განადგურება ერთ საათში შეგვიძლია
ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება გადი აიზენკოტს დაავალა – „ქვეყანას სტაბილური ხელისუფლება სჭირდება“
რომან გოცირიძე: აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისა და საპენსიო ფონდის ინტერესებსაც ეხება
მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ

სააკაშვილმა თვითდაზიანებას თავი უნდა დაანებოს-გია ვოლსკი

ნახვები: 425 სააკაშვილმა თვითდაზიანებას თავი უნდა დაანებოს-გია ვოლსკი

მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თანაგუნდელებისგან სერიოზული ზეწოლის ქვეშ არის, მათ შორის, როცა გუნდში არ არის ერთიანობა ბევრ საკითხზე, თუნდაც, საფინანსო წყაროებზე. ამ ვითარებაშია სააკაშვილი, ლიდერი, ბელადი, რომელიც არ გამოვრიცხავ, რომ პირიქით ზეწოლის ქვეშაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ დღეს არ ახსენებენ იმ სადისტურ მმართველობას, რომელიც ქართულ ციხეებში არსებობდა.

„დღემდე არ გაგვიგია, თუ რა სამედიცინო მომსახურებაა აუცილებელი და არ მიეწოდება მიხეილ სააკაშვილს. გვესმის, რომ არის პუტინის პატიმარი და ა.შ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ელემენტარული პოლიტიკური სპეკულაციაა და სხვა არაფერი. ამის იქით იმ პოლიტიკური სტრატეგიის რეალიზაცია დევს, რაზეც სააკაშვილი არათუ ლაპარაკობს, არამედ საზოგადოებას მოუწოდებს ამისკენ, რაც არის დესტაბილიზაცია, რევოლუციური პროცესების განვითარება. გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თვითდაზიანებას თავი უნდა დაანებოს. მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თანაგუნდელებისგან სერიოზული ზეწოლის ქვეშ არის, მათ შორის, როცა გუნდში არ არის ერთიანობა ბევრ საკითხზე, თუნდაც, საფინანსო წყაროებზე. ამ ვითარებაშია სააკაშვილი, ლიდერი, ბელადი, რომელიც არ გამოვრიცხავ, რომ პირიქით ზეწოლის ქვეშაა, თვითდაზიანებას თავი არ დაანებოს. ნიკა გვარამიას განცხადება იყო, რომ ერთი ლუკმაც რომ მიიღოს, მისთვის პოლიტიკურად წამგებიანი იქნებაო, ასევე თქვა, ანალიზის უნარი დაკარგა და მისი ყველა განცხადება სერიოზულად მისაღები არ არისო. მის ოჯახს, ექიმებს მოვუწოდებდი, სააკაშვილზე ზემოქმედება მოახდინონ, თვითდაზიანებას თავი დაანებოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა