ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ლატვიაში რუსული არხები აკრძალეს

ნახვები: 447 ლატვიაში რუსული არხები აკრძალეს

ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ [NEPLP] ლატვიაში დარჩენილი 80 რუსული ტელეარხის მაუწყებლობა აკრძალა.

როგორც NEPLP-ის თავმჯდომარემ, ივარს აბოლინსმა LETA-ს განუმარტა, გადაწყვეტილება ახალი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე იქნა მიღებული. ახალი კანონის მიხედვით, ქვეყანაში რეგისტრირებული პროგრამები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, ლატვიაში არ იმოქმედებს. 

ეს გადაწყვეტილება ძალაში 9 ივნისს შევა და ძალაში იქნება მანამ, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს და არ დათმობს ყირიმს. 

აკრძალვა მოიცავს ისეთ არხებს, როგორიცაა E TV, Illusion+, Kino24, Mir TV, Hunting and Fishing, Pepper, Russian Illusion და სხვა.

რუსული არხების, მათ შორის გასართობი არხების დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება NEPLP-მა მარტის დასაწყისში მიიღო. გლობალ მედიამ, რომელიც ამ ტელეარხებს ლატვიაში ავრცელებს, გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. 29 აპრილს ადმინისტრაციულმა სასამართლომ გადაწყვიტა, დროებით დაებრუნებინა რუსული ტელეარხები THT-Komedi, TNT4 International, Pyatnitsa, KHL TV Channel და TNT Music ლატვიის ეთერში. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ NEPLP-ს არ შეეძლო დაემტკიცებინა, როგორ ემუქრებოდა გასართობი არხები ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოებას.

NEPLP-მა ეს გადაწყვეტილება ზემდგომ სასამართლოში გაასაჩივრა. 26 მაისს სეიმმა საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები კანონში ელექტრონული მედიის შესახებ, რომელიც ანიჭებს ელექტრონული მედიის ეროვნულ საბჭოს (NEPLP) უფლებას შეზღუდოს უცხოური პროგრამები, თუ ისინი მზადდება ქვეყნებში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა