ტრამპი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“
ტრამპი: ირანზე ახალი დარტყმები ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში 38 ხიდის განადგურება ერთ საათში შეგვიძლია
ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება გადი აიზენკოტს დაავალა – „ქვეყანას სტაბილური ხელისუფლება სჭირდება“
რომან გოცირიძე: აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისა და საპენსიო ფონდის ინტერესებსაც ეხება
მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ

ირაკლი კობახიძე - ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს

ნახვები: 425 ირაკლი კობახიძე - ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას საქართველოსთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული ევროპარლამენტარები „ნაცმოძრაობის“ ლობისტები არიან.

„ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ჩვენთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის. ეს არის დაახლოებით იგივე, რომ გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ხვალ ერთობლივი განცხადება. არავითარი განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის, ასევე რასას და სალომე სამადაშვილს შორის. ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ ლობისტები, სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ მეგობრები და რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო არაერთი კრიტერიუმით არის წინ უკრაინასა და მოლდოვაზე და შესაბამისად, კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში და რომელიც იძლევა შედარების საშუალებას, მათ შორის უკრაინასთან და მოლდოვასთან. ჩვენ თუ შევადარებთ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას უკრაინასა და მოლდოვას, ყველა პარამეტრით ვუსწრებთ ამ ორ ქვეყანას, „ნაცმოძრაობას“ ამაზე საუბარი არ მოსწონს, მაგრამ ეს რეალობაა. ასევე, არის პროგრესი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ 2012 წლიდან მოყოლებული. პროგრესი არის ფუნდამენტური. ორივე კრიტერიუმის მიხედვით, საქართველოს უალტერნატივოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ამაზე ყველასთან გვექნება საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა