მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

გაუგებარია, რატომ სთხოვა ამერიკის ელჩმა პოლიტიკიდან გასულ ადამიანს შეხვედრა-რატი იონათამიშვილი

ნახვები: 481 გაუგებარია, რატომ სთხოვა ამერიკის ელჩმა პოლიტიკიდან გასულ ადამიანს შეხვედრა-რატი იონათამიშვილი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებებს, სადაც ის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე "საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში" საუბარი არ ყოფილა, "ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, გაუგებარია, რატომ სთხოვა კელი დეგნანმა პოლიტიკიდან გასულ ადამიანს შეხვედრა.

"გაუგებარია, რატომ სთხოვა ამერიკის ელჩმა პოლიტიკიდან გასულ ადამიანს შეხვედრა და რაზე ესაუბრა სამი საათის განმავლობაში. ამ შეხვედრის შესახებ ელჩმა კომენტარი მხოლოდ მაშინ გააკეთა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის განცხადება გამოქვეყნდა. მანამდე ორაზროვან განცხადებებს აკეთებდა. ასევე, როდესაც ომის ნარატივზე არის საუბარი, უკეთესი იქნებოდა, მაშინ, როდესაც პირდაპირ მოუწოდებენ ომში ჩართვაზე რადიკალური ოპოზიციის, მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, საერთაშორისო ლობისტები, ასევე, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ გაკეთებულიყო გამიჯვნა, ეს უფრო უკეთესი იქნებოდა და კითხვის ნიშნებსაც გააქრობდა. მაგრამ ამის პარალელურად, არათუ ამ განცხადებებს გაემიჯნა, არამედ არც იმას, როდესაც სანქციების შეხებასთან იყო დაკავშირებული საუბრები ან თუნდაც მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით. როდესაც საუბრობს ბერ დროს ხარჯავენ გარკვეული პირები ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ თუ ვინმე ხარჯავს დიდ დროს და ენერგიას, ეს არის რადიკალური ოპოზიციის და მათი მედიასაშუალებების წარმომადგენლები," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებულ საკითხზე პირველ განცხადებას "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში აკეთებს. ინტერვიუში კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი "საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში", ან შანტაჟზე ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა