მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება, ჩემი მოსმენა შეიძლება, საინტერესო იყოს, რადგან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ

ნახვები: 642 ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება, ჩემი მოსმენა შეიძლება, საინტერესო იყოს, რადგან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ

ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება. აბსურდულია განცხადებები და ჩვენ გვიწევს კომენტარების გაკეთება. ჩემი მოსმენა შეიძლება, საინტერესო იყოს, რადგან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ, ბევრ გადაწყვეტილებასაც ვიღებ და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთ განცხადებაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს: „ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სადმე რომ შევდივართ და რამეზე საუბარი გვინდა, ყველანი ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვოთ, თუ გავიტანოთ. შემდეგ ვძლევთ ამას და ვამბობთ, რომ ჯანდაბას, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ, რასაც უნდათ“.

ირაკლი კობახიძის თქმით, მოსმენებთან დაკავშირებით სისტემური პრობლემა წარსულს ჩაბარდა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო გარკვეული სისტემური პრობლემა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე, როცა ეს სისტემური უმძიმესი პრაქტიკა იყო დანერგილი, მაშინ ერთი, რომ უსმენდნენ და შემდეგ ამას პრაქტიკაშიც იყენებდნენ ადამიანების წინააღმდეგ. სწორედ ასეთი ფორმით მოქმედებდა მაშინ რეპრესიული რეჟიმი. რეპრესიული რეჟიმი დამთავრდა და ჩვენ ეს სისტემური მოსმენა არაფერში გვჭირდება, რადგან რეპრესიული რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ არ გვაქვს. როცა ვიღაცები პარალელს ავლებენ, ეს ცარიელი სპეკულაციაა. როცა ამას რადიკალური ოპოზიცია აკეთებს, გასაგებია, როცა პრეზიდენტი ამას უერთდება, გასაგებია, რომ მას იგივე დღის წესრიგი ამოძრავებს, რაც რადიკალურ ოპოზიციას. თქვენ გაინტერესებთ უკანონო მოსმენას ვემხრობი თუ – არა? რა თქმა უნდა, არა. რა კითხვას სვამთ, თქვენ მეკითხებით მომწონს თუ – არა უკანონო მოსმენა? რა თქმა უნდა, არ მომწონს. დამთავრდა, წერტილი, მორჩა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა