მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

ნიდერლანდების პრემიერი აცხადებს, რომ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოება იქნება

ნახვები: 441 ნიდერლანდების პრემიერი აცხადებს, რომ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოება იქნება

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს განცხადებით, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების საკითხი იქნება.

მისივე თქმით, ასევე დღის წესრიგშია უკრაინა და ევროპის უსაფრთხოება.

„ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, შესაძლოა, ფიქრობდნენ, რომ ეს ალტერნატიული ვარიანტია, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს არის პლატფორმა და ბაზა, რომელზეც დღეს უნდა ვიმსჯელოთ ევროკავშირის ლიდერებთან, რაც დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ასევე დღის წესრიგშია უკრაინა, ევროპის უსაფრთხოება“, – განაცხადა მარკ რუტემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი დღეს გაიხსნა. სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა