თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დმიტრო კულებას განცხადებით, ბუქარესტის სამიტიდან 13 წლის შემდეგ, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა

ნახვები: 351 დმიტრო კულებას განცხადებით, ბუქარესტის სამიტიდან 13 წლის შემდეგ, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ ბუქარესტის სამიტიდან 13 წლის შემდეგ, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა. ამის შესახებ კულებამ უკრაინულ გამოცემა „ლიგასთან" ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემის ჟურნალისტმა მინისტრს მის მიერ გაკეთებული მკვეთრი განცხადებების შესახებ დაუსვა კითხვა.

„ვფიქრობ, 13 წელში ერთხელ შეიძლება თავს უფლება მისცე, აზრი გამოთქვა მკვეთრად და სწორხაზოვნად. 2008 წელს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში შავით თეთრზე, მარტივი ენით ეწერა, რომ უკრაინა და საქართველო იქნებიან ნატო-ს წევრები, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ მაპის მინიჭების საკითხს. 13 წლის განმავლობაში ამ კონკრეტულ საკითხში თუ არაფერი გაკეთებულა, ალბათ, ვინმემ უნდა მოიკრიბოს სიმამაცე და თქვას: რა ხდება საერთოდ? ამჯერად ეს მე ვიყავი", - განაცხადა კულებამ.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, 2008 წლის მსგავსად, ახლაც არ არის ნატო-ში კონსენსუსი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გრაფიკთან დაკავშირებით.

„პოლიტიკური კონსენსუსი იმაზე, რომ უკრაინა საბოლოოდ იქნება ნატო-ში, არსებობს და ეს დადასტურდა ბოლო სამიტზე. თუმცა ნატო-ში ჩვენს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ორიენტირების მიცემაზე ან გრაფიკის შედგენაზე ისინი მზად არ არიან. ეს სამწუხაროა, თუმცა ეს რეალობაა, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ. ამასთან მე არ ვაკნინებ ალიანსის მნიშვნელოვან როლს 2014 წლიდან რუსული აგრესიის შეკავებაში", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა