თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლევან ხაბეიშვილი:„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და რამდენიმე აქტივისტის დაკავებას აპირებენ

ნახვები: 540 ლევან ხაბეიშვილი:„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და რამდენიმე აქტივისტის დაკავებას აპირებენ

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის დაკავებას აპირებენ.

მისივე თქმით, ამ ადამიანების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ იმიტომ წარმოებს, რომ  ისინი „მკვლელ რეჟიმს აპროტესტებენ“.

„ხელისუფლება ცდილობს, პროტესტის ჩასახშობად სისხლის სამართლის საქმეები აღძრას „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებზე, ვინც მკვლელ რეჟიმს აპროტესტებს. საუბარია სააკაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ბოლქვაძე, სამოქალაქო აქტივისტები – კახა კვეკვესკირი, დავით გალოგრე, ხათუნა ბერიძე და პარტიის ლოგისტიკისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბესიკ გედენიძე იმყოფებოდნენ სასამართლოს ეზოში და აპროტესტებდნენ სააკაშვილის მკვლელობას და პროკურორს, როგორც ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, ასახელებდნენ. ჩამოთვლილ ადამიანებზე წარმოებს სისხლის სამართლებრივი დევნა და ამ ადამიანების დაკავებას აპირებენ მხოლოდ იმისთვის, რომ მკვლელ რეჟიმს აპროტესტებენ.

საუბარია პროკურორზე, რომელიც ხელს აწერს სააკაშვილის სიკვდილზე და არც აინტერესებს, სასამართლო როდის დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. გიორგი კირთაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა სისხლის სამართლის დამნაშავე გირაოთი გაათავისუფლეს. კონსტიტუციით ადამიანებს გარანტირებული აქვთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება გააპროტესტონ ამა თუ იმ ფორმით. თუ იმდენი ადამიანია, რომ გზის გადაკეტვა მოხდეს, მათ ამის უფლება აქვთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა