მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

მეუფე გრიგოლი სააკაშვილზე-ვეცდებით, რომ არ დავუშვათ ის შეცდომა, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა

ნახვები: 469 მეუფე გრიგოლი სააკაშვილზე-ვეცდებით, რომ არ დავუშვათ ის შეცდომა, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა

"მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ადამიანები, მითუმეტეს, როცა ვთვლით, რომ უფრო მეტი ვიცით, მეტი გამოცდილება დაგვიგროვდა, მითუმეტეს დიდი პასუხისმგებლობები გვაკისრია, ვეცდებით, რომ არ დავუშვათ ის შეცდომა, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა“, -ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა  განაცხადა. 

ცნობისთვის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის  კლინიკა „ვივამედში“ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება არ მიეცა.

მეუფეს თქმით, ის გაერკვევა, რა მიზეზის გამო, ეთქვა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი და ამის შემდგომ, „ვივამედში“ შესვლას კიდევ ერთხელ შეეცდება.

„მე ვაპირებდი პატიმრების მონახულებას და მათ შორის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც რეჟიმი შეიცვალა თუ რა არის არ ვიცი, ვირუსების გამო არის თუ როგორ არის, ვერ მოხერხდა. ველოდი და გვითხრეს, რომ 10 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებთ პასუხს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ვერ მოხერხდა. ვეცდები კიდევ. პირველ რიგში, გავერკვიო რა მოხდა, თუ რეგულაციებია, რომელიც უბრალოდ ობიექტურად არ იძლევა საშუალებას გასაგებია, მაგრამ თუ რაღაც სხვანაირად იქნება ვეცდებით, მაშინ კიდევ ერთხელ.

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ადამიანები, მითუმეტეს, როცა ვთვლით, რომ უფრო მეტი ვიცით, მეტი გამოცდილება დაგვიგროვდა, მითუმეტეს დიდი პასუხისმგებლობები გვაკისრია, ვეცდებით, რომ არ დავუშვათ ის შეცდომა, რაც შეიძლება გუშინ დაგვემართა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა