მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

ვოლოდიმირ ზელენსკი: მშვიდობიანი მოქალაქეები და მცირეწლოვანი ბავშვები რუსეთისთვის მტრები არიან

ნახვები: 459 ვოლოდიმირ ზელენსკი: მშვიდობიანი მოქალაქეები და მცირეწლოვანი ბავშვები რუსეთისთვის მტრები არიან

მშვიდობიანი მოქალაქეები და მცირეწლოვანი ბავშვები რუსეთისთვის მტრები არიან. რუსეთი კაცობრიობის მტრად გადაიქცა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რუსეთის აგრესიის საკითხზე ტრიბუნალის შექმნას კვირის ბოლოს მსოფლიოში უფრო მეტი და უფრო გავლენიანი მხარდამჭერი ეყოლება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ტერორისგან თავდაცვისთვის დახმარებაში ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს მადლობას უხდის.

"მშვიდობიანი მოქალაქეები და მცირეწლოვანი ბავშვები რუსეთისთვის მტრები არიან. რუსეთი კაცობრიობის მტრად გადაიქცა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება ტერორისგან თავდაცვაში. მსოფლიო ისმენს უკრაინის ხმას დავოსში. იქ იციან, რა გააკეთა რუსეთმა დნიპროში, რას უკეთებენ ხერსონს, ხარკოვს, ჩვენს დონბასსა და სხვა ტერიტორიებს, სადაც რუსეთმა სიკვდილი მოიტანა. ჩვენ ვლობირებთ ტერორისტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, რუსეთის აგრესიის საკითხზე ტრიბუნალისა და ომის შედეგად მიყენებული ზიანის რუსული აქტივებით კომპენსირების სპეცმექანიზმის შექმნას ამ კვირის ბოლოს მსოფლიოში უფრო მეტი და უფრო გავლენიანი მხარდამჭერი ეყოლება," - განაცხადა ზელენსკიმ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა