გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს უკრაინისთვის არაფერი დაუკლია, ჰუმანიტარულიდან დაწყებული, პოლიტიკური მხარდაჭერით დასრულებული

ნახვები: 524 მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს უკრაინისთვის არაფერი დაუკლია, ჰუმანიტარულიდან დაწყებული, პოლიტიკური მხარდაჭერით დასრულებული

საქართველოს უკრაინისთვის არაფერი დაუკლია, ჰუმანიტარულიდან დაწყებული, პოლიტიკური მხარდაჭერით დასრულებული. საქართველოს რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და ამას გააგრძელებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „პარტიები, რომლებმაც 24 თებერვალს აქცია დაანონსეს, ხომ არ იყენებენ უკრაინას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის“.

სარჯველაძის თქმით, ეს ადამიანები არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები და არ აქვთ არავითარი რესურსი, საზოგადოებას რაიმე საკუთარი შესთავაზონ, რითაც მათ ინტერესს გამოიწვევენ.

„ერთადერთი, რაშიც უკრაინას მხარს ვერ ვუჭერთ, ეს არის საომარი მოქმედებების დაწყება და თუ ამას მოისაკლისებენ, ბარემ, თქვან. სხვა შემთხვევაში, საქართველოს უკრაინისთვის არაფერი დაუკლია, ჰუმანიტარულიდან დაწყებული, პოლიტიკური მხარდაჭერით დასრულებული. საქართველოს რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და ამას გააგრძელებს. პირადად მე მგონია, რომ ეს ადამიანები არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები და არ აქვთ არავითარი რესურსი, საზოგადოებას რაიმე საკუთარი შესთავაზონ, რითაც მათ ინტერესს გამოიწვევენ. შესაბამისად, ამ ადამიანებს ის დარჩენიათ, საზოგადოებაში მონახონ ისეთი ემოცია, რომელსაც საკუთარ სამსახურში ჩაიყენებენ. ამ შეთხვევაში, ქართულ საზოგადოებაში უკრაინელი ხალხის მიმართ არსებული ემპათია შეიძლება აღიქვან როგორც მათთვის ერთგვარი საშუალება, რომ ეს ემოცია მიიტაცონ და ამას თავისი სახელი დაარქვან. ასე შეეცადნენ პროცესების მართვას 20 ივნისსაც, თუმცა ყველას კარგად გვახსოვს, ეს რით დასრულდა. ახლაც დაახლოებით იგივეს მოლოდინი მაქვს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა