ევროკავშირი: ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს — რუსეთის ქმედებები უკანონო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია
გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა — „დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი“
საგარეო უწყება: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

ხაბეიშვილის განცხადება არასერიოზული და კომიკურია, რატომ ჰგონია, რომ ვინმესთვის მნიშვნელოვანია თავისი პარტიის ოფისის დათმობა - მიხეილ სარჯველაძე

ნახვები: 539 ხაბეიშვილის განცხადება არასერიოზული და კომიკურია, რატომ ჰგონია, რომ ვინმესთვის მნიშვნელოვანია თავისი პარტიის ოფისის დათმობა - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არასერიოზული განცხადება გააკეთა.

საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებაზე, სადაც ხაბეიშვილი აღნიშნავს: „მიხეილ სააკაშვილს თუ გაუშვებენ, მე და „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, ამის სანაცვლოდ დავტოვოთ საკრებულო, პარლამენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა დავიწყოთ მინუსებიდან“.

სარჯველაძის თქმით, აღნიშნული შეთავაზება სერიოზულად განსახილველი არ არის. სარჯველაძის განმარტებით, არ შეიძლება, პირის პატიმრობიდან გათავისუფლება პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოს.

„იმდენად არასერიოზული განცხადება იყო, რომ ეს შეთავაზება თავდაპირველად უცნაურად გამოიყურებოდა. პარტიის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ასეთი განცხადება რატომ უნდა გააკეთოს? ეს ყველაფერი ძალიან ცუდად გამოიყურება, რადგან არასერიოზულია, პოლიტიკურ პროცესს შეიძლება აკნინებდეს და საზოგადოების თვალში რეპუტაციას უმცირებდეს. რამდენიმე მიზეზის გამო ეს შეთავაზება სერიოზულად განსახილველი არ არის. ეს არ არის თემა, რომელიც ასეთი აზრთა გაცვლით წყდება და რეგულირდება. არ ვიცი, შეიძლება, ეს შეთავაზება მისთვის მისაღებია და ამ საკითხებში ვერც ერკვევა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლება ზედმიწევნით სამართლებრივი საკითხია და არ შეიძლება, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოს. როცა ხაბეიშვილი ასეთ შეთავაზებას აკეთებს, უნდა ხვდებოდეს, რა გამოაქვს შესათავაზებლად. რატომ ჰგონია, რომ ვინმესთვის მნიშვნელოვანია თავისი პარტიის ოფისის დათმობა, პარლამენტში მისი ყოფნა-არყოფნა. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, ამიტომაა ეს ყველაფერი არა მხოლოდ არასერიოზული, არამედ კომიკური. მეჩვენება, რომ პარლამენტიდან რაღაც ნაწილს გასვლა არ უნდა, მეორე ნაწილს უნდა, თუმცა დომინანტია ის, რომ უნდათ ხელფასი და არ უნდათ, უფლებამოსილებას ასრულებდნენ. საზოგადოებისთვის  ცდილობენ იმის ახსნას, რომ პარლამენტის წევრები კი არიან და ხელფასს იღებენ, მაგრამ მუდმივად სურთ დეპუტატის პასუხისმგებლობის არიდება. ვალდებულება გულისხმობს, რომ ათასში ერთხელ მაინც საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინო. ვისაც ეს არ ხელეწიფება, ცდილობენ, პარლამენტში პასიურობას გამართლება მოუძებნონ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა