მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს, მის გუნდს, ყველა პოლიციელს, რომელმაც იდეალურად დაგეგმა და შეასრულა ეს ღონისძიება

ნახვები: 583 ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს, მის გუნდს, ყველა პოლიციელს, რომელმაც იდეალურად დაგეგმა და შეასრულა ეს ღონისძიება

პირველ რიგში, მინდა საჯაროდ, მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს, ჩვენს მეგობარს, მის გუნდს, თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, მის ხელმძღვანელობას, აბსოლუტურად ყველას, ყველა პოლიციელს, რომელმაც, შეიძლება ითქვას, იდეალურად დაგეგმა და შეასრულა ეს ღონისძიება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ყველაფერი იყო იდეალურად განსაზღვრული, გათვლილი და ყველაფერი იყო კონტროლის ქვეშ.

„ამ პროცესს ვაკვირდებოდი თავიდან ბოლომდე და ვიცი, რამდენად მაღალ პროფესიონალურად შეასრულეს ბიჭებმა ეს ურთულესი გამოწვევა. ძალიან რთული იყო, რომ იქ რაღაც უბედურება არ მომხდარიყო. ღმერთმა დაგვიფარა და მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი ძალიან, მეტ-ნაკლებად ნაკლები დანაკარგის, ნაკლები პრობლემების, გართულების გარეშე დასრულდა. ჩვენმა პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა, სიმტკიცე გამოიჩინეს, მაღალი პროფესიონალიზმი და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სახე – ჰუმანურობა – კიდევ ერთხელ წარმოჩინდა.

ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ, რომ თითქოს პოლიციამ გადაამეტა. ეს არის სიცრუე, ეს არის სისულელე. ვინ დაიწყო ძალადობა, ძალადობა დაიწყო, რაც მე ჩამოგითვალეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ეგრეთ წოდებულმა „გირჩის“ მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის“ ანარქისტებმა. რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს. არ მინდა, მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება უბრალოდ. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია.

პირველი ნაწილი იყო, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“, ეს იყო კოორდინირებული, ამის უკან იდგა მერაბიშვილი, რომელიც კეზერაშვილთან ერთად აკონტროლებს პარტიას. დღეს მათ ჩაიგდეს, მანამდე თუ იყო ახალაიას გავლენები და მელია იყო მათი გავლენის ქვეშ, დღეს ხაბეიშვილი არის მერაბიშვილი-კეზერაშვილის ტანდემის მიერ მართული. ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მეორე დაპირისპირებული ფრთა არის ახალაია-მელიას ფრთა. სხვათა შორის, ის, რაც მე ახლა გითხარით, გუშინ ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა, თქვა, რომ მათი ამოცანა, მათი მიზანი არის ხელისუფლების გადატრიალება, შეცვლა და ომის დაწყება. კაცმა აღიარა, რომ მათი მიზანი არის ომის წარმოება რუსეთის წინააღმდეგ, ანუ მეორე ფრონტის გახსნა, რასაც ჩვენ ვუყვებოდით ხალხს, ჩვენს საზოგადოებას მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში. ყველა ეს პროვოკაცია, დაწყებული სააკაშვილის შემოგზავნით, დამთავრებული უამრავი პროვოკაციით, რომელიც თავიდან ავიცილეთ. ახლა უკვე ეს გუშინდელი და რამდენიმე დღის წინანდელი აქციები“, – განაცხადა პრემიერმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა