სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ
ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება

ნათელაშვილი ჰააგას ტრიბუნალს: დააპატიმრეთ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი!

ნახვები: 501 ნათელაშვილი ჰააგას ტრიბუნალს: დააპატიმრეთ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი!

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჰააგას სასამართლოს ბიძინა ივანიშვილის დაპატიმრების ორდერის გაცემას სთხოვს. ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე განცხადა.

ნათელაშვილმა ყველა ის პრობლემა ჩამოთვალა, რომელიც ქვეყანას ივანიშვილის მმართველპობა მოუტანა.  მისი თქმით, ამდენი ზიანი, რაც ოლიგარქმა ივანიშვილმა საქართველოს მოუტანა, სხვა ქვეყნებისთვის ერთად აღებულ ოლიგარქებს არ მოუტანიათ. 

"ჩვენ მივმართავთ ჰააგის ტრიბუნალს გასცეს დაპატიმრების ორდერი საქართველოს დიქტატორ რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც კრემლის დავალებით ჩვენს ქვეყანაში მოახდინა პრორუსული პოლიტიკური ანექსია, იყიდა სახელმწიფო, ხელისუფლების ყველა შტო, მოახდინა სახელისუფლებო ინსტიტუტების სრული პრივატიზაცია, დაამყარა უსასტიკესი პოლიტიკური, რეპრესიული  რეჟიმი ქვეყანაში, ციხეები გაავსო პოლიტიკური პატიმრებით, ახალგაზრდებს დასთხარა თვალები, საყდრისი ასწია კოსმოსში პირადი მოგებისთვის, მიითვისა მთელი  ქვეყნის საარსებო სივრცე, აიძლა მკვიდრი მოსახლეობა დაეტოვებინათ თავისი სამშობლო და ჩაიდინა გენოციდი ეთნიკური წმენდით. ყველაფერი ეს საკმარისია იმისთვის, რომ გასასამართლებლად, დასაპატიმრებლად ეყოს ასეულობით რუს ოლიგარქს. ყველას ერთად იმდენი ვნება არ მოუტანია მსოფლიო დემოკრატიული სისტემებისთვის, და რომელიმე კონკრეტული ქვეყნისთვის, რუს ოლიგარქებს, რაც მოიტანა ერთმა ბიძინა ივანიშვილმა, ამიტომ ეს მიმართვა, ვფიქრობ, წარმოსახავს სრულიად საქართელოს ინტერესებსა და გუსლითქმას, - განაცხადა ნათელაშვილმა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა