მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ ოდესის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო ტერორი წარმოადგენს „მარცვლეულის დერეფნის“ აღდგენის განეიტრალების მცდელობას

ნახვები: 507 ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ ოდესის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო ტერორი წარმოადგენს „მარცვლეულის დერეფნის“ აღდგენის განეიტრალების მცდელობას

უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი მიიჩნევს, რომ ოდესის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო ტერორი წარმოადგენს „მარცვლეულის დერეფნის“ აღდგენის განეიტრალების მცდელობას. მისი თქმით, უკრაინა აცნობიერებს რუსეთის გეგმას და შესაბამისი რეაგირება ექნება.

ამის შესახებ დანილოვმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„რუსების მიერ ოდესასა და რეგიონზე სარაკეტო თავდასხმების მთავარი მიზანი არის შავ ზღვაზე უკრაინის გასასვლელის სრული იზოლირების მცდელობა, ხოლო დაშინების აქტით სურს, გააფრთხილოს და გაანეიტრალოს „მარცვლეულის დერეფნის“ აღდგენის საერთაშორისო ძალისხმევები. კრემლის გეგმით, უნდა შექმნილიყო შიმშილის საფრთხის ხელოვნური პირობები, უპირველესად, აფრიკის ქვეყნებისთვის და ევროპისთვის მიგრაციული საშიშროების დონის ზრდა“, – წერს დანილოვი.

დანილოვის თქმით, რუსეთი ცდილობს, აიძულოს დასავლეთი, აღადგინოს რუსული ამიაკის ექსპორტი და გააუქმოს სანქციების ნაწილი.

„თავის მხრივ, უკრაინული ინფრასტრუქტურის განადგურებამ, რომელიც უზრუნველყოფს „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირებას, უნდა გახადოს მსოფლიო დამოკიდებული რუსულ მარცვლეულზე და მათ ლოგისტიკასა და შესაძლებლობებზე. გეგმა – დააჩოქონ მსოფლიო და გახადონ რუსეთი მარცვლეულის უნიკალურ მიმწოდებლად. „ენერგეტიკული ზესახელმწიფოს“ იდეის ჩავარდნის შემდეგ პუტინს სურს, გახდეს „მარცვლეულის ზესახელმწიფო“, – აღნიშნავს დანილოვი.

როგორც დანილოვი წერს, „უკრაინას ესმის და აცნობიერებს ამ განზრახვებს, სათანადო რეაგირება ექნება და, უპირველეს ყოვლისა, სრული ზომით გასცემს პასუხს მკვლელობებსა და ნგრევაზე.“

„მსოფლიომ და დასავლეთმა უნდა გამოიჩინონ სიმტკიცე, უდრეკელობა და კრემლის ვირთხას ღირსეული პასუხი გასცენ, რომელიც უნდა მდგომარეობდეს უკრაინული მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირების სრულფასოვან აღდგენაში საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიებით“, – აღნიშნავს უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა