მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

ხატია დეკანოიძე - შარლ მიშელისა და სხვა ევროპელი ლიდერების განცხადებები ხელს უწყობს, რომ ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შეიქმნას

ნახვები: 474 ხატია დეკანოიძე - შარლ მიშელისა და სხვა ევროპელი ლიდერების განცხადებები ხელს უწყობს, რომ ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შეიქმნას

ევროკავშირმა სტატუსი უნდა მოგვცეს, მაგრამ ვერ მოგვცემს, თუ არ შესრულდება რეკომენდაციები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს 2024 წელს მნიშვნელოვანი მისია აქვს შესასრულებელი.

„შარლ მიშელისა და სხვა ევროპელი ლიდერების განცხადება ხელს უწყობს, რომ ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შეიქმნას. რა თქმა უნდა, ეს არის პირველ რიგში უკრაინის თავგანწირვა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, რომლებიც დიდი ხანია, ევროკავშირის გაფართოების ახალ ტალღას ელოდებიან, გაუჩნდათ ახალი შესაძლებლობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს და გაფართოების ახალ ტალღაში მოვხდეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრაა რეგიონში. თუმცა, დღეს გვაქვს ვითარება, როცა საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციების თვალსაზრისით შესასრულებელი აქვს საშინაო დავალება, 12 რეკომენდაცია“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საქართველომ სტატუსი უნდა მიიღოს, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია.

„ალბათ, ახლა უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანებაზე მიწვევას მიიღებენ. უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პირობებში ძალიან რთულია გაფრთოების ტალღაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა, რადგან იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ იმუშაოს გაფართოების ტალღაზე, ყველაფერს აკეთებს, რომ ევროსკეპტიციზმი გააძლიეროს ქვეყანაში, რაც პირველ რიგში რუსეთის სურვილია. დღეს მძიმე მოცემულობა გვაქვს. ევროკავშირმა სტატუსი უნდა მოგვცეს, მაგრამ ვერ მოგვცემს, თუ არ შესრულდება რეკომენდაციები. ჩვენ 2024 წელს მნიშვნელოვანი მისია და საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი, რომ გაფართოების ახალ ტალღაში მოვხვდეთ, ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეიცვალოს და პროდასავლური ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ვინც აუცილებელ რეფორმებს გაატარებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირ ტალღას ვერ დავეწევით, რადგან ხელისუფლების მთავარი ობიექტი გაფართოება და რეფორმების გატარება არ არის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სლოვენიაში, სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენი პოზიციაა გაწევრიანებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება, ასევე ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა