მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირს სჭირდება საორიენტაციო თარიღი ახალი წევრებისთვის, რომელთა რაოდენობა, შესაძლოა, ათი იყოს

ნახვები: 499 ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირს სჭირდება საორიენტაციო თარიღი ახალი წევრებისთვის, რომელთა რაოდენობა, შესაძლოა, ათი იყოს

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მხარდაჭერას გამოხატავს ახალი წევრებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნობრივი თარიღის დადგენაზე. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ბორელმა ესპანეთში, საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ასევე დასავლეთ ბალკანეთი, თანაც – სწრაფად. ვფიქრობ, უკრაინის ომს გაფართოების პროცესის დაჩქარების გვერდითი ეფექტი მოჰყვა, რაც აშკარად დამსახურებაზე დამყარებული პროცესია: კანდიდატი სახელმწიფო ამას გააკეთებს, გაწევრიანდება მაშინ, როდესაც ყველა პირობას შეასრულებს, მაგრამ ამავდროულად, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა პოლიტიკური მიზნის, ჰორიზონტის დაფიქსირება, რათა ბიძგი მისცეს პოლიტიკურ პროცესს, ათ ახალ წევრს“, – აღნიშნა ბორელმა.

ბორელმა არ დააკონკრეტა, ევროკავშირის რომელ ახალ ათ წევრს გულისხმობდა და მიუთითა, რომ ევროკავშირის გაფართოების „დროებით მიზანს“ შეუძლია, „ჩვენი და კანდიდატი ქვეყნების ენერგიის მობილიზება“.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ ფორუმზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად 2030 წლისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა