მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

გიორგი ვაშაძე - დღეს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ პარლამენტის წინ და ერთად ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა - „ქართული ოცნების“ და მისი სისტემის რღვევა დაწყებულია

ნახვები: 574 გიორგი ვაშაძე - დღეს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ პარლამენტის წინ და ერთად ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა - „ქართული ოცნების“ და მისი სისტემის რღვევა დაწყებულია

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტთან აქცია დააანონსა.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმა უნდა ჩამოყალიბდეს.

„დღეს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, პარლამენტის წინ და ერთად ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მათ უკან დგას რუსული ჯაშუშური სისტემა პუტინის მიერ შექმნილი, ჩვენ უკან დგას სამშობლო. ჩხუბი კი არა, იარაღზე არ დაუხევია უკან ჩვენს არცერთ თანამემამულეს, არცერთ ნაბიჯზე უკან არ დავიხევთ - სადაც იქნება შეხების წერტილი, იქ მიიღებენ პასუხს ეს ლუსტრირებული რუსი ჯაშუშები, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ არიან. „ქართული ოცნების“, მთელი სისტემის რღვევა დაწყებულია. ჩვენ გამარჯვების გოლს აუცილებლად გავიტანთ, პატრიოტები ვართ აქეთ, იქით არიან რუსი ჯაშუშები. წინ! არცერთი ნაბიჯი უკან - ვიბრძოლოთ ბოლომდე. დღეს ლაჩრულად გაიქცნენ. ერთადერთი უკან მოპარვა იციან ხოლმე, უკან მოპარულებმაც საკადრისი პასუხი მიიღეს, უფრო მეტ პასუხს მიიღებენ. არცერთი ნაბიჯი უკან!“, - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა