მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

ისრაელის პრეზიდენტი - „ჰამასი“ ისრაელის ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის სიძულვილის გაღვივებას ცდილობს

ნახვები: 477 ისრაელის პრეზიდენტი - „ჰამასი“ ისრაელის ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის სიძულვილის გაღვივებას ცდილობს

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა მოუწოდა ისრაელის მოქალაქეებს, დარჩნენ ერთიანები, რადგან „ჰამასი“ სიძულვილის გაღვივებას აპირებს.

„მტერი ჩვენში სიძულვილის გაღვივებას ცდილობს – ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის. ასეთი მცდელობების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს უკომპრომისო და ცალსახა. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ მტრობის, რასიზმისა და ძალადობის ყოველგვარი განსახიერები ჩვენი არსებული სხვადასხვა ჯგუფის მიმართ“, – აღნიშნა ჰერცოგმა.

ისრაელის პრეზიდენტმა, ასევე, ხაზი გაუსვა ისრაელში არაბი მოქალაქეების მნიშვნელოვან როლს და ისაუბრა ისრაელის წინააღმდეგ წარმოებული „ფსიქოლოგიური კამპანიის“ შესახებ.

„მათ სურთ ჩვენი შეშინება ვიდეოებით, ჭორებითა და ტყუილებით. ისინი ცდილობენ, ფსიქოლოგიურად გაგვტეხონ, შელახონ ჩვენი პიროვნული და ეროვნული სული. ჩვენ არ მივცემთ მათ წარმატების საშუალებას“, – თქვა ჰერცოგმა.

ისრაელის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მძევლების დაბრუნება პრიორიტეტული საკითხია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა