მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკაში, განსხვავებით კეზერაშვილისა და ხაზარაძისგან, შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები არიან ოლიგარქები

ნახვები: 484 ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკაში, განსხვავებით კეზერაშვილისა და ხაზარაძისგან, შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები არიან ოლიგარქები

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით კეზერაშვილისგან, მამუკა ხაზარაძისგან და კიდევ სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.

კობახიძის თქმით, შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები არიან ოლიგარქები და არა – ბიძინა ივანიშვილი.

„ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ის არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, განსხვავებით იგივე კეზერაშვილისგან, ხაზარაძისგან და სხვებისგან, რომლებიც ღიად არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები არიან ოლიგარქები“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, კობახიძის განმარტებით, დავით კეზერაშვილს აღიარებული აქვს, რომ შავ ფულს ატრიალებს ქართულ პოლიტიკაში.

„ყველაზე თანაბრად გავრცელდება კანონმდებლობა, როგორც მმართველ პარტიაზე, ასევე ოპოზიციაზე. ახლა ოპოზიცია ამაზე რომ საუბრობს, უბრალოდ გაუგებარია. კეზერაშვილს აქვს პირადად ნათქვამი, რომ ის აფინანსებს არა მარტო პარტიებს, არამედ მედიასაშუალებებს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს და არავინ იცის, რამდენია ეს ფული, ვისზე მიდის ეს ფული და ა.შ. აღიარებული აქვს ამ კაცს, შავ ფულს ატრიალებს ქართულ პოლიტიკაში. ასეთ დროს, ოპოზიციის მხრიდან საუბარი, რომ მმართველი პარტიის ფული ვერ გაკონტროლდება, რა თქმა უნდა, ცარიელი სპეკულაციაა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა