მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

ლევან ხაბეიშვილი ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ფორუმს ესწრება

ნახვები: 441 ლევან ხაბეიშვილი ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ფორუმს ესწრება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებიან. პარტიის ლიდერები ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს, IDU-ს ფორუმში იღებენ მონაწილეობას. ფორუმს ასევე ესწრება პარტიის საერთაშორისო მიმართულების სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი IDU-ს პრეზიდენტს, სტეფან ჰარპერს შეხვდა.

„ვიმყოფებით მსოფლიოში ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფორუმზე, რომელშიც 80-მდე პოლიტიკური პარტია მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ გვქონდა უკვე მნიშვნელოვანი შეხვედრა სენატორ კრამერთან, ასევე გავაგრძელებთ ოფიციალურ შეხვედრებს. ამ ღონისძიებაზე დღეს განიხილება მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხები, ასევე საუბარი შეეხება ეკონომიკურ გამოწვევებს მსოფლიოში, ავტოკრატიების დასრულების მნიშვნელობას სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები დაგვეხმარონ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. დღეს ღონისძიება გაიხსნა, გაგრძელდება 6 დეკემბრის ჩათვლით და ჩვენ დამატებით ვაშინგტონში გვექნება ოფიციალური შეხვედრები“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა