მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

არავის არც უთქვამს და არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა! - ეს თქვა მათიკაშვილმა "აბა ომი გინდათ" გუნდის წევრმა

ნახვები: 582 არავის არც უთქვამს და არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა! - ეს თქვა მათიკაშვილმა "აბა ომი გინდათ" გუნდის წევრმა

არავის არც უთქვამს და არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა! - ევროინტეგრაციის თანმდევია ყველა ბენეფიტი უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების კუთხით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესი საკითხია.

„ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან, ჩვენი ქვეყნის გაცხადებული კონსტიტუციური მიზანი სწორედ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. ცხადია, ამ პროცესის თანმდევია ყველა ის ბენეფიტი, რაც როგორც უსაფრთხოების კუთხით, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით ახასიათებს ამ პროცესს - ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სისტემაში. ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფა არის ის ღერძი „ქართული ოცნების“ პოლიტიკისა, რომელმაც შედეგად მოიტანა სტატუსის მიღება. ქართულ საზოგადოებას რომ ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის დაეჯერებინა, ვისთვისაც ქვეყნის თავზე ჭურვების სროლა იყო უკეთესი, დღეს სტატუსი კი არა მეგობრებო, სად იქნებოდა საქართველო და რა უბედურებაში, კარგად წარმოსადგენია,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

კითხვაზე, რატომ აწარმოებდა მმართველი პარტია პროპაგანდას, რომ დასავლეთს საქართველოში მეორე ფრონტი უნდა, მათიკაშვილი პასუხობს, რომ საუბარი იყო არა ევროკავშირზე, არამედ „ძალაზე, რომელსაც „ომის პარტია“ ჰქვია იმიტომ, რომ ასე უნდა ერქვას“.

„ევროკავშირს ომი უნდა თქვენ ვინმესგან გაგიგიათ? არა! აქ საუბარი იყო იმაზე, რომ არის გარკვეული ძალა, რომელსაც „ომის პარტია“ ჰქვია იმიტომ, რომ ასე უნდა ერქვას და ვისი ინტერესებიც იყო მათ შორის საქართველოს მხრიდან უფრო გამომწვევი ნაბიჯების გადადგმა, კარგად გვახსოვს უკრაინელი ჩინოვნიკების განცხადებებიც, რომ მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები არ უნდა იხოცებოდნენ, თურმე მოხალისეები სახელმწიფოს უნდა გაეგზავნა. ამ ხაზს რომ აჰყოლოდა ქვეყანა, კანდიდატის სტატუსს მიიღებდა თუ გაგანია ომის პირობებში გაჩანაგებული იქნებოდა?! არავის არც უთქვამს და არც გაუფიქრებია, რომ ევროკავშირს საქართველოში ომი ან უბედურება უნდა,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა