მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

ალეკო ელისაშვილი - „მოქალაქეები“ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

ნახვები: 566 ალეკო ელისაშვილი - „მოქალაქეები“ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „მოქალაქეები“ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ელისაშვილის თქმით, ქვეყანაში რეალურად სხვა პრობლემები არსებობს.

„არანაირ განხილვაში არ ჩავერთვებით, რადგან ეს არის სისულელე, ყურით მოთრეული თემა წინასაარჩევნოდ, ქალაქში რომ გახვალ, ვითომ რაღაც უბედურება ხდება. „ქართული ოცნება“ რეალობას და ხალხს რომ მოწყდა, იმიტომაა, რომ ასეთ სისულელეებს აკეთებს. წამოვიდეს, იაროს ფეხით ქუჩაში და ნახავს, რა არის რეალური გაჭირვება, რეალურად რა უჭირს ხალხს და ამ რაღაც ყურით მოთრეულ, არარსებულ თემებზე ლაპარაკს არ დაიწყებს. მოიფიქრეს? უნდათ? – კი ბატონო, ჩვენ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა