მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი - ხალხი არ შეეგუება ფეოდალურ, მაფიოზურ სისტემაში დარჩენას

ნახვები: 536 მიხეილ სააკაშვილი - ხალხი არ შეეგუება ფეოდალურ, მაფიოზურ სისტემაში დარჩენას

პრაქტიკულად 1 კვირაში 150 ათასი ხელმოწერა შეგროვდა და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ერთ კვირაში ხელმოწერების რაოდენობა გაორმაგდეს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მისი გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი თავის „ფეისბუქ“ გვედზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ხალხს უნდა უკეთესად ცხოვრება და არ შეეგუება „ფეოდალურ, მაფიოზურ სისტემაში დარჩენას“.

„საქართველოში ისტორიულად ყოველთვის რთულად იკრიბებოდა ხელმოწერები, ნებისმიერ თემაზე.

ჩემი თავისუფლების საკითხი აღმოჩნდა გამონაკლისი - პრაქტიკულად 1 კვირაში 150 ათასი ხელმოწერა შეგროვდა და არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ერთ კვირაში ხელმოწერების რაოდენობა გაორმაგდეს. რომ წარმოვიდგინოთ მასშტაბი, ეს იქნება 100 ათასით მეტი, ვიდრე ამასწინათ, მთელს რუსეთში ერთადერთმა ომის მოწინააღმდეგე პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნადეჟდინმა შეკრიბა და ამ 200 ათასმა ხელმოწერამ ისე შეაშინა კრემლი, რომ ნადეჟდინი საარჩევნო კომისიამ აღარ გაატარა.

ყოჩაღ სოფო ჯაფარიძე, იგორ ნარმანია, ენმ-ის რეგიონალური ორგანიზაციები. ხალხის ასეთი აქტიურობა ნამდვილად იძლევა იმედს. ხალხს უნდა უკეთესად ცხოვრება და არ შეეგუება ფეოდალურ, მაფიოზურ სისტემაში დარჩენას“,- წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა