14 სენატორი ირაკლი კობახიძეს - თუ კანონპროექტი მიღებული იქნება, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს
ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომის მხარდაჭერის შემთხვევაში აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის არის მზად
თუ ამ კანონს მიიღებენ, ფრაქცია "ქართულ ოცნებას" დავტოვებ - საკრებულოს დეპუტატი თელავიდან
ლევან ხაბეიშვილი - 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა
ნატალი საბანაძე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ალბათ, იქნება ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ევროკავშირმა აამუშაოს
ცესკომ საჯარო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებამდე, "ქართული იდეის" საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა შეაჩერა, რომელთანაც "ალტ ინფოა" გაერთიანებული
„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს

ქართული სოფელი - სიკვდილი როგორც გამოსავალი

03.11.2024 | 09:43 ნახვები: 1591

წლების მანძილზე ხშირად გაიგონებდით საუბრებს იმაზე, რომ „ქართული სოფელი იცლება“, რაც დიდ წუხილს იწვევდა, მერე ნარატივიდან გამომდინარე - „სოფელი - საქართველოს ბურჯი და ხერხემალია“.

თუმცა, გავიდა წლები, და აღმოჩნდა, რომ ეს თეზისები მცდარია და ქართული სოფლის დაცლა - დადებითი მოვლენაა, ხოლო, სოფელი მეტწილად საქართველოს არა ბურჯი და დასაყრდენია, არამედ დეგრადაციის წყაროა. შხამი, რომელიც წამლავს მთელს ქვეყანას.

ამ დღეებში ადიგენის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა, დაუპირისპირდა იქვე მცხოვრებ აჭარელ მუსლიმებს - არ მოსწონდათ რომ მათ სიახლოვეში ვიღაცა სხვა ღმერთს ეთაყვანება.

ეს ცალკე აღებული ინციდენტი თითქოს და არ გვაძლევს შორს მიმავალი დასკვნების გაკეთების საფუძველს, თუმცა, კარგად დაუკვირდით თუნდაც ბოლო წლებს - რა მოაქვს სოფელს საქართველოსთვის?

თუ სადმე შეავიწროვეს რელიგიური ან ეროვნული უმცირესობები, თუ სადმე წვეროსანი მამაოები მზად არიან გააჩაღონ სამოქალაქო დაპირისპირება თავიანთი ვიწრო ინტერესების გამო - ისევ სოფლებში. თუ სადმე ვინმე შეგროვდა თბილისში გეების საცემად - ისევ სოფელში დაქირავებული ახალგაზრდები.

ალტინფო, მასობრივო პრორუსული განწყობები, ჰომოფობია - აქაც პირველ რიგებში ქართული სოფელია.

აგრარულ სექტორში არ უშვებენ ინვესტორებს, ვინც ჩამოვიდა - ინვენტარს უფუჭებენ და მოსავალს უნადგურებენ - გამარჯობა, სოფელო. თბილისი გაივსო უკონტროლო გარემოვაჭრეებით, საღორედ ქცეული ბაზრებით - ისევ სოფელი.

თბილისში 30 000 მიუსაფარი ძაღლია - ძირითადად, ისევ სოფლებიდან გამოგდებული. ქალაქშიც ხდება ალბათ ასეთი ველურობა, თუმცა, ნაკლებად - ყველანი ვიცნობთ თბილისელ ზოოფანატებს, რომლებიც ადამიანს უფრო გაიმეტებენ, ვიდრე ძაღლს.

სახელმწიფო იძულებულია შეაჩეროს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰესების მშენებლობის პროექტები - ადგილობრივი სოფლელების პროტესტის გამო.

მსოფლიოში ითვლება რომ სოფლად მოსახლეობა უფრო მორალურ-ზნეობრივია, უფრო იცავს სიწმინდეებს და ტრადიციებს - მაგრამ ეს - არა საქართველოში. აქ სოფელი არის სრულიად გადაგვარებული, გალოთებული, მარიხუანაზე მჭიდროდ შემჯდარი. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ დიდი ქალაქებში მეძავთა უზარმაზარი ლეგიონის რიგითთა 90% - სწორედ სოფლებიდანაა.

მერე იქ დაბრუნებულები თავს რომ ქალიშვილობით იწონებენ.

კარგით, ის, რომ ქართული სოფელი ტოქსიკურ ზონად იქცა და თავისი სიბნელით და გაუნათლებლობით ქვეყანას წამლავს - უკვე გავიგეთ. მაგრამ როგორი მისი წვლილი ეკონომიკაში? იქნებ ამად ღირდეს? სამწუხაროდ, ქართული სოფელი არც აქ უქმნია ღმერთს.

სოფლის მოსახლეობა შეადგენს საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 40%-ს, თუმცა აგრარული სექტორის წვლილი 6-7%-ს არ აღემატება და ყოველწლიურად მცირდება. ამის მიზეზია ის, რომ ქართული სოფელი ზოგადად არასწორადაა აწყობილი და მასში ძირითადად დომინირებს არა ფერმერთა კლასი, როგორც განვითარებულ ქვეყნებში, არამედ მცირემიწიანი გლეხობა.

მათი წარმოება მინიმალურია, ბრუნვა მცირეა, ამიტომაც, საქართველოში სურსათის 80% იმპორტულია, და ნებისმიერი უცხოური საქონელი უფრო იაფია, ვიდრე ქართული. ეს თითქოს მათი ბრალი არაა და საქმე გაქვს ობიექტურ გარემოებასთან - მიწა საქართველოში მართლაც მცირეა.

მაგრამ აქ გამოსავალია უცხოელი ინვესტორების შემოყვანა, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება სწორედ ის - ქართული სოფელი. შედეგად - სოფლის მეურნეობის სრული და შეუქცევადი დეგრადაცია.

ქართული სოფლის სიმბოლოა შვეიცარიული კომპანია ბლაუენშტაინი, რომელმაც გადაწყვიტა მეცხოველეობაში ფულის ჩადება. აუშენა გლეხებს ფერმები, აჩუქა ძროხები, გარანტირებულად ყიდულობდა მათგან ხორცს. ანუ, არაფერზე არ იფიქრო - მხოლოდ იმუშავე. შედეგად ქართველმა გლეხებმა შვეიცარიელები პირწმინდად გაძარცვეს, აკიდეს ვალები და უკან, შვეიცარიაში გაუშვეს.

ეს არაა ერთეული შემთხვევა - ქართული სოფელი სავსეა გადაგდებების, ტყუილების, და ძარცვის ისტორიებით. შედეგიც - შესაბამისი. ქართული სოფელი დღევანდელი ფორმით არაქმედითუნარიანია და ის ადრე თუ გვიან გაქრება. მას ჩაანაცვლებს თანამედროვე სოფელი - მცირე მოსახლეობით - არაუმეტეს 15-20%, მსხვილი ფერმებით, მაღალი ტექნოლოგიებით და ბიზნეს-მიდგომით.

ქართული სოფელი კვდება, და ეს არის საუკეთესო, რაც მას შეიძლება მოუვიდეს.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა