თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თიბისი აქტივების მართვის და საქართველოში პირველი საკრედიტო ფონდის 30 000 000 აქცია სრულად განთავსდა ინვესტორებზე

ნახვები: 569 თიბისი აქტივების მართვის და საქართველოში პირველი საკრედიტო ფონდის 30 000 000 აქცია სრულად განთავსდა ინვესტორებზე

დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი, როგორც თიბისი აქტივების მართვის, ასევე საქართველოში პირველი საკრედიტო ფონდია, რომლის 30 000 000 აქცია სრულად განთავსდა ინვესტორებზე.

 

ფონდის შესახებ, კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენციაზე,  საქართველოში აქტივების მართვის პერსპექტივებთან დაკავშირებული პანელური დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს.

 

ფონდმა 2022 წელს დაიწყო საქმიანობა, საქართველოს საინვესტიციო ფონდების შესახებ 2020 წელს ამოქმედებული კანონის შესაბამისად. თიბისი აქტივების მართვისა და დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელის საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება.

 

ფონდის სტრატეგია მსხვილი კორპორატიული კლიენტების უზრუნველყოფილ, სხვადასხვა სექტორსა და დივერსიფიცირებულ სასესხო პორტფელში ინვესტირებაა. ფონდი მოგებას წელიწადში 2-ჯერ ანაწილებს ინვესტორებზე. 2023 წლის ბოლოს, ინვესტორების მომგებიანობამ, წლიური 10.41% შეადგინა დოლარში.

 

მსოფლიოში მზარდი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, საკრედიტო ფონდში ინვესტირება განსაკუთრებით მიმზიდველია ინვესტორებისთვის. შესაბამისად, ფონდის შეთავაზება დროული ნაბიჯი იყო თიბისი აქტივების მართვის მხრიდან, მასში ინვესტირება კი - ინოვაციური და ახალი შესაძლებლობა ქართულ ბაზარზე ინვესტორებისთვის. 2023 წელს ფონდისგან მიღებულმა მომგებიანობამ, თიბისი აქტივების მართვის სწორმა კორპორატიულმა მმართველობამ და დროულმა და გამჭვირვალე ანგარიშგებამ,  ფონდის მიმართ, ინვესტორების ნდობა და მზარდი ინტერესი განაპირობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა