თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

განსაკუთრებით ნათლად ჩანს ბუსტერ დოზების დამცველობითი მნიშვნელობა-ივანე ჩხაიძე

ნახვები: 396 განსაკუთრებით ნათლად ჩანს ბუსტერ დოზების დამცველობითი მნიშვნელობა-ივანე ჩხაიძე

ლინიკებში კოვიდ ინფიცირებულ ორსულთა მიმართვიანობა მომატებულია. ამის გამო ღუდუშაურის კლინიკაში დაამატეს კოვიდ მიმღები ცენტრი, სადაც მხოლოდ ფეხმძიმე პაციენტებს მკურნალობენ. გაზრდილია მიმართვიანობა პედიატრიულ განყოფილებებშიც. ამ გარემოების და ვირუსის გავრცელების მასშტაბის მიუხედავად, ზოგადად ჯანდაცვის სექტორი არ არის ისეთი დატვირთული, როგორც ეს წინა, "დელტა" შტამის დროს იყო. "ომიკრონის" მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი ამბობს, რომ კლინიკურ სექტორზე მომართვიანობამ მოიმატა.

"ტესტირების რაოდენობამ და მომართვიანობამ მოიმატა, მაგრამ სამწუხაროდ არ მოიმატა აცრის მსურველთა რაოდენობამ. რაც უფრო მეტი იქნება ინფიცირებული, მიტ უფრო მეტი იქნება მძიმე პაციენტი. ამიტომ ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა რაოდენობამაც მოიმატა, ჯერჯერობით რესურსი გვაქვს, მაგრამ თუ ასეთი რაოდენობით მოხდა მომართვიანობა შეიძლება ჰოსპიტალურ სექტორსაც ძალიან გაუჭირდეს," - აცხადებს მაია ზალდასტანიშვილი.

თსსუ-ს პროფესორი, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ვირუსის მძიმე მიმდინარეობისგან თავის დაცვა მხოლოდ ვაქცინაციით და ბუსტერ დოზით არის შესაძლებელი.

"მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვამბობთ "ომიკრონი" არ არის მძიმედ მიმდინარე ვარიანტი "დელტასთან" შედარებით, მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებში და ესენი არიან რისკჯგუფები, მათთვის გართულების და საავადმყოფოში მოხვედრის რისკი მაინც მაღალი რჩება. როგორც წინა მუტაციების, ისე "ომიკრონის" შემთხევაში, ერთადერთი რეალური შესაძლებლობა საავადმყოფოში მოხვედრის, მძიმე შემთხვევების და ლეტალობისგან თავის დაცვისთვის, ეს არის ვაქცინაცია. განსაკუთრებით ნათლად ჩანს ბუსტერ დოზების დამცველობითი მნიშვნელობა," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა