გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

საჯარო სამსახურებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეიძლება 3 დღით ადრე ეცნობოთ

ნახვები: 713 საჯარო სამსახურებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეიძლება 3 დღით ადრე ეცნობოთ

საჯარო სამსახურებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეიძლება სამი დღით ადრე ეცნობოთ. ასეთ შემთხვევაში, მათ მიეცემათ კომპენსაცია - 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ დაიგეგმა. კანონის პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.

აღნიშნულ კანონში ცვლილებები გასული წლის დეკემბერში განხორციელდა, რომლის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები საჯარო მოხელეებად აღარ მიიჩნევიან - ეს პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლები გახდნენ. “საჯარო სამსახურის შესახებ“ მოქმედი კანონით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილესთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტისას წყდება.

პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტით კი ზუსტდება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები შეწყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე.

ამასთან, არსებული კანონით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება ერთი თვით ადრე გაფრთხილების პირობით შეუწყდეთ. ასეთ დროს მათ 1 თვის კომპენსაცია უნდა გადაუხადონ.

ახალი კანონის პროექტის თანახმად, აღნიშნულ 1-თვიან ვადას ალტერნატიული ვადა ემატება - “ქართული ოცნების“ პროექტით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მხარეს 1 თვით ადრე ან უფრო გვიან, მაგრამ არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე შეიძლება ეცნობოს.

ალტერნატიული, არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე პერიოდის გამოყენების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს მიეცემა კომპენსაცია, 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

კანონის პროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და რატი იონათამიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა