თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ-ის სამთავრობო გემები პანამის არხის გავლით გადასახადის გარეშე იმოძრავებენ

ნახვები: 429 სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ-ის სამთავრობო გემები პანამის არხის გავლით გადასახადის გარეშე იმოძრავებენ

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მათ სამთავრობო გემებს პანამის არხის გავლით გადასახადის გადახდის გარეშე გაცურვის უფლება მიეცემათ, - ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შეერთებული შტატების სამთავრობო გემებს ახლა შეუძლიათ პანამის არხის ტრანზიტით გავლა გადასახადის გარეშე, რაც დაზოგავს აშშ-ის მთავრობას მილიონობით აშშ დოლარს წელიწადში“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ კვირას გამართული მოლაპარაკებების დროს პანამამ შეერთებულ შტატებს დათმობები შესთავაზა. მისი თქმით, პანამის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ უსამართლობაა, როცა შეერთებული შტატები სასიცოცხლო მნიშვნელობის არხს იცავს და ამავდროულად, მისი გამოყენებისთვის გადასახადი ეკისრება.

თავის მხრივ 

პანამის არხის ადმინისტრაცია აშშ-ის სამთავრობო გემებისთვის არხში გადასახადის გარეშე გავლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი პანამის არხის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პანამის არხის ადმინისტრაცია, რომელსაც არხში გავლისთვის გადასახადების დაწესების უფლებამოსილება აქვს, იტყობინება, რომ მათში ცვლილებები არ შეუტანია“, - აცხადებს პანამის არხის ადმინისტრაცია.

პანამის არხის ადმინისტრაცია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ამერიკული სამთავრობო გემები პანამის არხში გავლას გადასახადის გადახდის გარეშე შეძლებენ.

„პანამის არხის ადმინისტრაცია მზად არის აშშ-ის სამხედრო გემების ტრანზიტთან დაკავშირებით შესაბამის ამერიკელ ოფიციალურ პირებთან დიალოგი დაამყაროს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა