გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

ვეფხია კასრაძე მოსამართლეს - როგორ გგონიათ, ბრძოლაში 20-წლიანი გამოცდილებით, საქმეს დავიჭერდი ბავშვებთან?

ნახვები: 526 ვეფხია კასრაძე მოსამართლეს - როგორ გგონიათ, ბრძოლაში 20-წლიანი გამოცდილებით, საქმეს დავიჭერდი ბავშვებთან?

მე ამ უსამართლობას შევაკვდები. შევაკვდები და ღიმილით მოვკვდები. თუ გინდა, მაწამონ, როგორც გინდათ, ისე მაწამონ, მე ამ უსამართლობას არ შევეგუები. მე ისეთ თავგანწირვას და თავდადებას გაჩვენებთ, რომ ჯერ არავის უნახავს , - ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მას უჩნდება განცდა, რომ მასზე ხდება მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა.

„ჩვენ, დღეს, ძალიან საშინელი ფაქტის წინაშე ვდგავართ. ჩვენს ქმედებაში ვერანაირი ბრალეულობა ვერ დავინახე. ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, საერთოდ რა კავშირი მაქვს ამ ადამიანებთან, რა გავაფუჭე, გარდა იმ უკანონოდ მოპოვებული, შეთხზული ვიდეოჩანაწერისა. მიჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩემზე და ყველა იმ ახალგაზრდაზე, რომელიც საქართველოს ეროვნული მომავლისთვის იბრძვის. დღევანდელ სასამართლოზე ყველანაირი რწმენა და შთაბეჭდილება დავკარგე.

დღეს სასამართლო აბსოლუტურად, ყოველგვარ სამართალს მოკლებულია. ეს არის მიკერძოებული სასამართლო, რომელიც ასრულებს ერთი კაცის დავალებას. თუ მე სასჯელს მომისჯიან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როდესაც საქართველოს თავდადებულ ადამიანებს, რომლებსაც ბრძოლის 20 - წლიანი გამოცდილება აქვთ, როდესაც ასეთ ადამიანებს უკანონოდ ასამართლებთ, მითხარით, რომელიმე ახალგაზრდას გაუჩნდება სურვილი თავისი სამშობლოსთვის იბრძოლოს? - არ მგონია. როდესაც სამარცხვინო შემწეობა აქვს ომის ვეტერანს, ამის შემდეგ სურვილი გაუჩნდება ვინმეს? მივიღეთ უკანონო სასამართლო, დამცირება ამ ყველა ვეტერანის მორალურად განადგურება.

როგორ გგონიათ ბატონო მოსამართლე, ბრძოლაში 20 წლიანი გამოცდილებით, საქმეს დავიჭერდი 19 წლის ბავშვებთან? არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ რამე კავშირი გვქონდა. როგორ უნდა დამემყარებინა ამ ადამიანებთან კონტაქტი? არ ვიცნობდი მათ, არ იყო სატელეფონო ზარი.. პირველად ვნახე ისინი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღიმილის ბიჭები გვყავს.

მე ამ უსამართლობას შევაკვდები. შევაკვდები და ღიმილით მოვკვდები. თუ გინდა მაწამონ, როგორც გინდათ, ისე მაწამონ, მე ამ უსამართლობას არ შევეგუები. მე ისეთ თავგანწირვას და თავდადებას გაჩვენებთ, რომ ჯერ არავის უნახავს.

ბატონო მოსამართლე, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჩაიხედეთ თქვენს გულში და ამ ყველაფერს სძლიეთ, რომ თქვენმა შვილებმა სირცხვილში არ იცხოვრონ.

მსხვერპლად შევეწირები ბიძინა ივანიშვილს, დაანებოს ამ ბავშვებს თავი. მზად ვარ ჩემი სიცოცხლე დავთმო, თუ გინდათ მაწამონ, დაანებეთ ამ ახალგაზრდებს თავი! მას არ აქვს მორალური უფლება საქართველო ჯიბეში ჩაიდოს!“,- განაცხადა ვეფხია კასრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა