მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

ბაჩო ახალაია - რამდენიმე თვეა ჩამოვედი და ჩემი გადაადგილება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, ასე ვიცხოვრე ეს თვეები, პრობლემების გარეშე - ადვოკატი რა ჭირად მჭირდება?! სასამართლო არსებობს, კანონი, თუ რა?

ნახვები: 591 ბაჩო ახალაია - რამდენიმე თვეა ჩამოვედი და ჩემი გადაადგილება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, ასე ვიცხოვრე ეს თვეები, პრობლემების გარეშე - ადვოკატი რა ჭირად მჭირდება?! სასამართლო არსებობს, კანონი, თუ რა?

ადვოკატი რა ჭირად მჭირდება?! ადვოკატი არსებობს, სასამართლო არსებობს, კანონი არსებობს თუ რა? რამე არსებობს? არაფერი არ არსებობს, შესაბამისად ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ! - ამის შესახებ შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე მისულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალიამ განაცხადა.

მან ასევე განმარტა, რატომ არ აირჩია მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა და აღნიშნა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს.

„ადამიანურად ძალიან მაღიზიანებს ვიღაც რომ გამოხტება და იტყვის პროკურატურაში არ მივალ, მივალ სასამართლოში. რა განსხვავებას ნახულობთ ამაში? ადვოკატი რა ჭირად მჭირდება? ადვოკატი არსებობს, სასამართლო არსებობს, კანონი არსებობს თუ რა? რამე არსებობს ? არაფერი არ არსებობს, შესაბამისად ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ!“- განაცხადა ახალიამ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ჩამოსვლის მომენტიდან მასზე მუდმივი მეთვალყურეობაა, შესაბამისად დასამალი არაფერი აქვს.

„მე ჩამოვედი რამდენიმე თვის წინ ქვეყანაში, ჩემი გადაადგილება, ყოფნა, მოძრაობა, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, ასე ვიცხოვრე ეს თვეები პრობლემების გარეშე, ღიად, თავისუფლად. ერთადერთი დისკომფორტს და პრობლემებს ქმნიდა ბავშვებისთვის, რომ მუდმივად ვიღაც გითვალთვალებს. ამიტომ არსად არც დასამალი მქონია არც არაფერი“, - განაცხადა ახალიამ.

კითხვაზე შეუთვალეს თუ არა მას, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, ახალაიამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მასაც და მთელ საზოგადოებას შეუთვალა, რომ ან ქვეყანას დატოვებენ, ან დაპატიმრებულები იქნებიან.

„მე კი არა, ყველას შემოგითვალათ ბიძინა ივანიშვილმა, ან წახვალთ ციხეში, ან დატოვებთ ამ ქვეყანას, ან გარუსდებით“, - განაცხადა ახალიამ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა