მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

ექს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე მის საქმეზე იმ ფინანსური დოკუმენტაციის დართვას ითხოვს, რომელიც, „ადასტურებს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან კავშირი არ აქვს“

ნახვები: 427 ექს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე მის საქმეზე იმ ფინანსური დოკუმენტაციის დართვას ითხოვს, რომელიც, „ადასტურებს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან კავშირი არ აქვს“

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ითხოვს, საქმეს ის ფინანსური დოკუმენტი დაერთოს, რაც დაადასტურებს, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან კავშირი არ აქვს“.

აღნიშნულის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ვინაიდან ჩემი ბრალდება არის ლეგალიზაციაზე, დავეთანხმები დაცვის მხარეს, რომ არ შეიძლება მიუღებლად ჩავთვალოთ (დოკუმენტი), რომელიც წარმოადგენს ჩემი ფინანსური მონაცემების დასაბუთებას. ეს იგივეა, ძირითადი არგუმენტი მოუსპო ბრალდებულს, როდესაც ბრალდებამ მინიმუმ ერთი თვე მოანდომა იმას, რომ ეანგარიშა, რას მედავებოდა. ძირითადი ბრალი, რაც მაქვს წარდგენილი და ამის დასაბუთება რომ არ წარმოვადგინო, ყველანაირ სამართალს ცდება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

აღნიშნული ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის ნაწილში მოსამართლე ლევან გელოვანმა დაცვის მხარეს მიუთითა, რომ ამ დოკუმენტაციის წარმოდგენამდე კონკრეტული მოწმე, ბანკის თანამშრომელი უნდა გამოეკითხათ. საუბარია ნუნუ კაჭკაჭიშვილის გამოკითხვაზე, რომელიც დაადასტურებდა ფაქტს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ ბანკიდან თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით გაიტანა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა