თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ხატია დეკანოიძე - ვიწყებთ მუშაობას საერთაშორისო სანქციებზე

ნახვები: 951 ხატია დეკანოიძე - ვიწყებთ მუშაობას საერთაშორისო სანქციებზე

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებები „ქართული ოცნებისთვის" ძალიან მძიმეა.

„საერთაშორისო გამოხმაურებები არის ძალიან მძიმე, ძალიან მძიმე „ქართული ოცნებისთვის". როგორც ვამბობდით, „ქართული ოცნება" გადაიხდიდა ძალიან მაღალ ფასს, თუ მოახდენდა ძალისმიერ შტურმს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე. არაპროპორციული ძალა, რომელიც დაადასტურა ასევე სახალხო დამცველმა, მათ შორის ყველა საერთაშორისო პარტნიორმა, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ, გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი და დემოკრატია ნამდვილად არის საფრთხის ქვეშ. ყოველ წუთას მოდის გამოხმაურებები, რომელიც ეხება იმას, რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ნიკა მელია, გიორგი რურუა, რომელიც ასევე პოლიტიკური პატიმარია და რვა მარტის შეთანხმება ჯერჯ არ შესრულებულა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, ელჩებთან გუშინდელ შეხვედრაზე დააფიქსირეს პოზიცია, რომ დაუყოვნებლოვ უნდა გათავისუფლდეს ნიკა მელია, შესრულდეს რვა მარტის შეთანხმება და შემდეგ უნდა ისაუბრონ ვადამდელ, რიგგარეშე არჩევნებზე.

„წინააღმდეგ შემთხვევში, სხვა თემების განხილვას საერთოდ აზრი არ აქვს, ეს გადავეცით ზუსტად ელჩებს, როდესაც გუშინ ოპოზიცია შევხვდით", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება გულწრფელი დიალოგისკენ ღარიბაშვილის მოწოდებას, დეკანოიძის განცხადებით, „მას არ აინტერესებს ღარიბაშვილის არც ტონი და არც დამოკიდებულება".

„მთავარია ის ტალღა საერთაშორისო პარტნიორების, სტრატეგიული პარტნიორების, რომლებიც გამოხატავენ არა მხოლოდ შეშფოთებას, არამედ უკვე რეალურ ღონისძიებებზე ფიქრობენ. ძალიან კარგად ვიცით, რაც იქნება ეს ღონისძიებები. შემდეგი ნაბიჯი იქნება უკვე სანქციები. ეს რა თქმა უნდა გულისხმობს იმას, რომ საქართველოში არა მხოლოდ დემოკრატია, საქართველოს მომავალი არის საფრთხის ქვეშ. ამიტომ ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის გადასარჩენად და არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, გათავისუფლდეს ნიკა მელია, დაიწყოს უკვე რიგგარეშე არჩევნების ვადებზე მსჯელობა", - განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის განმარტებით, „იწყებენ მუშაობას საერთაშორისო სანქციებზე იმ პოლიციელების, მაღალჩინოსნების, პროკურორების, მოსამართლეების წინააღმდეგ, ვინც ხელს უშლიან კანონის უზენაესობას და დემოკრატიას".

საერთაშორისო გამოხმაურებებს გამოხმაურებებს ვერ ვუწოდებდი, ეს არის ტალღა, რომელმაც პრაქტიკულად წალეკა „ქართული ოცნება". მინდა, ვუთხრა ხელისუფლებას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ მსახურებს, რომ ამ ტლღის შემდეგ არის მეორე ძალიან დიდი ტალღა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ასე ვთქვათ, ძალიან მალე დაწესდება - ეს არის საერთაშორისო სანქციები, მათ შორის ჩვენ მუშაობას ვიწყებთ საერთაშორისო სანქციებზე არა მხოლოდ მთავარი ოლიგარქის წინააღმდეგ, რომელზეც დიდი ხანია, ვმუშაობთ, არამედ ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, იმ პოლიციელების, მაღალჩინოსნების, პროკურორების, მოსამართლეების, ვინც უშლიან ხელს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას. მაგალითად, როგორც ეს ბელორუსიაში იყო. ამაზე მქონდა გუშინ საუბარი მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ კონკრეტულ ადამიანებზე ასეთი სანქციები არის აუცილებელი, მათი გვარები აუცილებლად იქნება გამოაშკარავებული", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა