მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

მზად ვართ, გავუწიოთ დახმარება საქართველოს ამ რთულ პერიოდში-სებასტიან მოლინეუსი

ნახვები: 482 მზად ვართ, გავუწიოთ დახმარება საქართველოს ამ რთულ პერიოდში-სებასტიან მოლინეუსი

ჩვენ ვაწარმოებთ ანალიტიკურ სამუშაოს, უზრუნველვყოფთ ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროების შემთხვევაში და მზად ვართ, გავუწიოთ ნებისმიერი დახმარება საქართველოს ამ რთულ პერიოდში, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკი დროულ ანალიტიკურ მხარდაჭერას უწევს საქართველოს.

„ჩვენ მხარდაჭერას ვუწევდით, როგორც ფინანსთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკს, ვაანალიზებდით უკრაინაში მიმდინარე ომისა და ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გავლენას, ასევე თუ როგორი გავლენა ექნება მას საქართველოს ეკონომიკაზე. ვიცით, რომ ამას გავლენა ექნება სავაჭრო არხებზე და ასევე ინფლაციაზე. დამატებით შევთავაზეთ ჩვენი მხარდაჭერა ფინანსირებისთვის, თუ ეს საჭირო იქნება. ვფიქრობ, ეს ცოტა ნაადრევია. ჩვენ ვაწარმოებთ ანალიტიკურ სამუშაოს, უზრუნველვყოფთ ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროების შემთხვევაში და მზად ვართ, გავუწიოთ ნებისმიერი დახმარება საქართველოს ამ რთულ პერიოდში. არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს ეს, უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს და მზად უნდა ვიყოთ უარესისთვის. მსოფლიო ბანკი ხანგრძლივი პარტნიორია საქართველოსი, 30 წელია, კვლავაც გავაგრძელებთ ვიყოთ მტკიცე პარტნიორები საქართველოსთვის ამ რთულ დროს“, – განაცხადა მოლინეუსმა.

​სებასტიან მოლინეუსის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი.

„ნამდვილად ჩვენი პროგნოზები არის, რომ საქართველოს ზრდა 5.5%-დან 2.2%-ზე დაეცემა. ვფიქრობ პირველი სამი თვე შედარებით მტკიცე იყო, მომდევნო თვე კრიტიკული იქნება, შემდეგ, ვფიქრობ, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნება, რათა შევაფასოთ, როგორი იქნება რეალური ზრდა საქართველოსთვის ამ წელს. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზრდა წლის პირველი სამი თვე რეალურად მტკიცე იყო“, – განაცხადა მოლინეუსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა