მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

მოქალაქეების დაკვეთა არ არის საუბარი შურისძიებაზე, მოქალაქეების დაკვეთაა მშვიდობა-მიხეილ დაუშვილი

ნახვები: 443 მოქალაქეების დაკვეთა არ არის საუბარი შურისძიებაზე, მოქალაქეების დაკვეთაა მშვიდობა-მიხეილ დაუშვილი

მოქალაქეების დაკვეთა არ არის საუბარი, ვინ ვისზე იძიებს შურს. მოქალაქეების დაკვეთაა მშვიდობა, განვითარება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

 

დაუშვილმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერ გიგი უგულავას განცხადებაზე, სადაც უგულავა ამბობს: „სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და დაგჭირდებათ ძმაკაცობა მღვდლებთან, ბევრი წესის აგება მოუწევთ, თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში“.

 

მიხეილ დაუშვილის თქმით, ასეთი განცხადებებით, პირველ რიგში, ოპოზიციას აზიანებენ და აძლიერებენ „ქართულ ოცნებას“.

 

„ასეთი განცხადებებით და მოწოდებებით თუ ვინმეს აზიანებენ, ეს არის პირველ რიგში, ოპოზიცია, ხოლო თუ ვინმეს აძლიერებენ, „ქართული ოცნებაა“. ქვეყანას სჭირდება არა ერთმანეთის მიმართ შურისძიებები, არამედ გაერთიანება ევროინტეგრაციის მიზნის გარშემო. „ქართული ოცნების“ გაძლიერების ნაცვლად, სჯობს, ამ ადამიანებმა იზრუნონ იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდეს. უნდა ვიზრუნოთ, რომ ქვეყნის მომავალი გახდეს უფრო კეთილდღეობით სავსე და დემოკრატიული, ვიდრე იყოს ერთმანეთის კუბოების დადგმაზე ფიქრი და ჩხუბი. მოქალაქეების დაკვეთა არ არის ბოდიში და, ერთმანეთის კუბოებზე საუბარი და ვინ ვისზე როგორ იძიებს შურს. მოქალაქეების დაკვეთაა მშვიდობა და განვითარება. ეს ხალხი ცოტა უნდა დაფიქრდეს, სტრატეგია შესაცვლელია. იმის ნაცვლად, რომ „ქართულ ოცნებას“ აძლიერებდნენ და ოპოზიციას ასუსტებდნენ, პირიქით უნდა იქცეოდნენ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა