ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

დავადასტურეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა-ჯეიჰუნ ბაირამოვი

ნახვები: 469 დავადასტურეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა-ჯეიჰუნ ბაირამოვი

სასიამოვნო იყო ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა, დავადასტურეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„სასიამოვნო იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა. დავადასტურეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა და გამოვხატეთ მადლიერება რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევისთვის,“ – წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი.

აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დღეს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით შეხვედრა ორმხრივ ფორმატში გაიმართა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა