ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

გაუგებარია პრეზიდენტის განცხადება, რომ რიგგარეშე სესია უნდა მოწვეულიყო-გურამ მაჭარაშვილი

ნახვები: 491 გაუგებარია პრეზიდენტის განცხადება, რომ რიგგარეშე სესია უნდა მოწვეულიყო-გურამ მაჭარაშვილი

გაუგებარია პრეზიდენტის განცხადება, რომ რიგგარეშე სესია უნდა მოწვეულიყო, მან კარგად იცის, ვერ გავიდოდა ვერც ერთი საკითხი, რომელთაც საკომიტეტო მოსმენები გავლილი არ ჰქონდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის მიერ საქართველოს პირველი არხისთვის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ რიგგარეშე სესიის ჩატარება დეპოლარიზაციას კი არა, პოლარიზაციას წაადგებოდა.

„როგორც ჩანს, ოპოზიციის რადიკალური ფრთა მიხვდა ან მიახვედრეს და მათ შორის, პრეზიდენტიც იმას, რომ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც იქმნება კომიტეტებში რეგლამენტის შესაბამისად, საჭიროა აქ იყოს ჩართულობა. ამ ფონზე სრულიად გაუგებარია პრეზიდენტის განცხადება, რომ რიგგარეშე სესია უნდა მოწვეულიყო, სადაც მან ძალიან კარგად იცის, რომ ვერ გავიდოდა ვერც ერთი საკითხი, რომელიც მას დღის წესრიგში ჰქონდა წარმოდგენილი, რადგან საკითხებს საკომიტეტო მოსმენები გავლილი არ ჰქონდა. ერთი მხრივ, კარგია ის, რომ მზად არიან, ჩაერთონ სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტებში. სჯობს, თავიდანვე დაგვიჯერონ ხოლმე; მეორე მხრივ, პრეზიდენტის მხრიდან ეს ერთგვარ თავის მართლებას გავს, რომ მაინც ამბობ, რიგგარეშე სესია უნდა მოწვეულიყოო, როდესაც იცი, რომ სამართლებრივად ვერ მოხდებოდა.

რიგგარეშე სესიის ჩატარება დეპოლარიზაციას კი არა, პოლარიზაციას წაადგებოდა. ვნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ სხდომათა დარბაზი არ გაიხსნა, დღის წესრიგში საკითხების არარსებობის გამო, მაინც შეეცადა ოპოზიცია, მივიდა და ჩაკეტილ კარებთან სცენები მოაწყო. ხომ წარმოუდგენია საზოგადოებას, სხდომათა დარბაზში შესული ოპოზიცია როგორ სცენებს მოაწყობდა. სამწუხაროდ, ამ პროცესში პრეზიდენტიც იყო ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

​ამასთან, დეპუტატმა პრეზიდენტის შუამავლის როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას შუამავლის როლი ნამდვილად არ გამოსდის.

„წელიწადზე მეტია, ამას ცდილობს; თუ ასეთი რამ მოხდება, კარგის მეტი არაფერი არ გვეთქმის, მაგრამ ეს არ გამოსდის, პირიქით გამოსდის ხოლმე. თუ ის აპირებს, რომ სამუშაო ჯგუფში მისი წარმომადგენელი ჩაერთოს, ჯობდა აქედან დაიწყო, რადგან პარლამენტი მხოლოდ სხდომათა დარბაზი არ არის. დეპოლარიზაცია თუ გვინდა, დეპოლარიზაცია სწორედ ესაა, სამუშაო ჯგუფებში და მუშა პროცესში შევხვდეთ ერთმანეთს ოპოზიციასთან და ეს შექმნის იმ გარემოს, რომ არ იყოს პოლარიზება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ხოლო სამუშაო პროცესში პრეზიდენტის წარმომადგენლის ჩართვასთან დაკავშირებით დეპუტატმა განაცხადა: „ჩვენ ვნახავთ რეგლამენტის პროცედურებს. სამუშაო ჯგუფი იქმნება პარლამენტის კომიტეტებთან და ამის მიხედვით გადაწყდება, ვინ და რა ფორმატით ჩაერთვება სამუშაო ჯგუფებში“.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა