ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მნიშვნელობა, რადგან პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა-რატი იონათამიშვილი

ნახვები: 481 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მნიშვნელობა, რადგან პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა-რატი იონათამიშვილი

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მნიშვნელობა, რადგან პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნესგარემო, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ვინმე თუ ცდილობდა, რომ ნეგატიურად წარმოეჩინა, თითქოს, საქართველო არ არის საერთაშორისო სანქციებთან მიერთებული და აქ არის „შავი ხვრელები“, ამ ანგარიშმა მსგავს დისკუსიებს წერტილი დაუსვა.

„გამოწვევად დასახელებულია ის, რომ სწრაფი გადაწყვეტილების მიღება არ ხდება სასამართლოში, ეს არის მთავარი გამოწვევა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რაც დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, რაც 12 რეკომენდაციის ფარგლებში უნდა გადაიჭრას. გვახსოვს, ჩვენი ოპონენტები როგორ გამალებით ცდილობდნენ, რამენაირად საქართველოს რეპუტაცია დაეზიანებინათ საერთაშორისო დონეზე და განსაკუთრებული აქტივობა ჰქონდათ, როცა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე იყო მსჯელობა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საფინანსო სისტემა გამართულად მუშაობს და ნებისმიერი დისკუსია არის ჰიბრიდული ომი, რაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგო უშედეგოდ წარმოებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა