მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი პოლიტიკაშია, თუ პოლიტიკის მიღმა, თუ თავისი გუნდის და დაღმაშენებლის სტრატეგია კვლავ რჩება რევოლუციის, დესტაბილიზაციის სტრატეგიად-გია ვოლსკი

ნახვები: 463 არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი პოლიტიკაშია, თუ პოლიტიკის მიღმა, თუ თავისი გუნდის და დაღმაშენებლის სტრატეგია კვლავ რჩება რევოლუციის, დესტაბილიზაციის სტრატეგიად-გია ვოლსკი

სააკაშვილი იმიტომ არ იხდის სასჯელს, რომ ის პოლიტიკაში მონაწილეობს ან არმონაწილეობს, ჩადენილია კონკრეტული დანაშაულებები, რის გამოც იხდის სასჯელს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით გია ვოლსკი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი სრულად ემიჯნება ქართულ პოლიტიკას და „ნაციონალურ მოძრაობას“.

ამასთან, გია ვოლსკის შეფასებით, სააკაშვილი პოლიტიკიდან რომც წავიდეს, ეს არაფერს შეცვლის, თუ თავისი გუნდი არ შეცვლის სტრატეგიას, ვითარების მიმართ დამოკიდებულებას.

„სააკაშვილი იმიტომ არ იხდის სასჯელს, რომ ის პოლიტიკაში მონაწილეობს ან არ მონაწილეობს, ან მომავალში იქნება პოლიტიკაში ჩართული უკრაინაში, საქართველოში, თუ საერთოდ, ამ გლობალური, რეგიონული ლიდერის როლს შეითავსებს და გააგრძელებს ამ მიმართულებით მიშაობას, როგორც გუბაზ სანიკიძე ახასიათებს. კონკრეტული დანაშაულებებია ჩადენილი და ამ დანაშაულებების გამო იხდის სასჯელს. მე პირადად, მივიჩნევ, რომ ჩადენილია გაცილებით მეტი დანაშაულები, გაცილებით გლობალური საკუთარი ხალხის, სახელმწიფოს წინაშე, თუმცა ის სამი დანაშაული, რის გამოც გასამართლებულია, კმარა იმისთვის, რომ მან კეთილსინდისიერად მოიხადოს სასჯელი.

რაც შეეხება წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას, ეს წინააღმდეგობები რომ არ იყოს, რა თქმა უნდა, პარტიის თავმდჯომარის პირობებში პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნაყოფიას არ აირჩევდნენ რაღაც ბალანსების გულისთვის და არც ასეთი დაპირისპირებული განცხადებები არ იქნებოდა გაკეთებული საზოგადოების საყურადღებოდ. რამდენად გულწრფელია განცხადება, შემიძლია, მხოლოდ იმის მიხედვით ვიმსჯელო, რამდენად გულწრფელი იყო სააკაშვილის განცხადებები, მოქმედებები რამდენად შეესაბამებოდა იმ რელობას, რომელიც არსებობდა. მის გულწრფელობაზე და დამოკიდებულება დიდი ხანია, ჩამომიყალიბდა. ახლა ვერაფერს გეტყვით, მე არ ვარ ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი, რომ გამოვიცნო, იტყუება, თუ სიმართლეს ამბობს. ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკაში არსებობს სააკაშვილი, თუ პოლიტიკის მიღმა რჩება, თუკი მისი გუნდის და დაღმაშენებლის სტრატეგია კვლავ რჩება რევოლუციის სტრატეგიად, დესტაბილიზაციის სტრატეგიად, რომელიც მისი მეთაურობით იყო ჩამოყალიბებული. ეს თუ დარჩა პოლიტიკურ სპექტრში, სააკაშვილმა რაც უნდა განაცხადოს და რეალურად რომც წავიდეს პოლიტიკიდან, არაფერს ცვლის. მთავარია ვითარების მიმართ დამოკიდებულება იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც შეიძლება, ერთი სიტყვით დაღმაშენებელთა გაერთიანებად წარმოვადგინოთ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა, „მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს“. მისივე თქმით, არანაირი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილისთვის საინტერესო არ არის, არც საუბრობს ამ თემაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა