Two civilians killed and 13 wounded in Donetsk region in 24 hours from Russian shelling
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day
NATO alone to decide on Ukraine’s membership, Canada’s FM says
Collapse of Rosneft's revenues threatens related sectors of Russia's economy – intelligence
Court sentences Russian agent who helped Russian forces advance in Pokrovsk to 15 years in prison
Turkish expert: global drone production relies on Ukraine’s experience
Zelensky announces new partner contributions under PURL mechanism
Zelensky: Ukraine ready to continue negotiations in US after American delegation’s visit to Moscow

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან შვიდი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

01.08.2022 ნახვები: 602

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაარსებიდან შვიდი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა მიმართეს, აღნიშნული თარიღი მიულოცეს და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს.

„შვიდი წლის წინ სუს-ის ცალკე სტრუქტურად დაფუძნებით, ჩვენ გავატარეთ მნიშვნელოვანი რეფორმა; მას შემდეგ შეიქმნა დამოუკიდებელი, ძლიერი სამსახური, რომელიც არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, რომლის მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს, მისი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფა.

ამ დროის განმავლობაში სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყნისთვის საკვანძო, თანამედროვე სტანდარტების ინსტიტუტად, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას მრავალი მიმართულებით,“-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას გრიგოლ ლილუაშვილმა სამსახურის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ინსტიტუციურ ცვლილებებზე ისაუბრა და იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც სამსახური ბოლო წლების განმავლობაში ეფექტიანად უმკლავდება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მასში შემავალი თითოეული დეპარტამენტი, გასული წლების განმავლობაში პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველო დაცული იყო ტერორისტული თავდასხმებისაგან, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების უკონტროლო და დამაზიანებელი აქტივობებისაგან, კონკრეტული ძალების მიერ ინსპირირებული შიდა არეულობებისა და საერთაშორისო კონფლიქტებში ინტერვენციისაგან.

ურთულესი გეოპოლიტიკური კრიზისებისა და საომარი მოქმედებების გარემოში საქართველოს უსაფრთხოების სისტემამ შეძლო ყველაზე მთავარი – სახელმწიფო დაიცვა დესტაბილიზაციისაგან.

მსურს, გამორჩეულად აღვნიშნო, სამსახურის თითოეული თანამშრომლის როლი და პასუხისმგებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ხშირად ისინი საკუთარი სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის ფასად ასრულებენ მათზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი სამსახურისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა.

მინდა, თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მადლობა გადაგიხადოთ წლების განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის, იმ თავდადებისთვის, რასაც თქვენ ყოველდღიურად იჩენთ არსებული გამოწვევებისა და საფრთხეებისაგან ჩვენი ქვეყნის დასაცავად“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების, სხვადასხვა დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ხსოვნას.

გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი ხარისხის და საპატიო მედლებით სამსახურის თანამშრომლები დააჯილდოვა. სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა სამსახურის 348 თანამშრომელს.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და სამსახურის სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა