ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ

ნახვები: 490 საპარლამენტო ოპოზიციის წევრები სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების საკითხზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„რეფორმების ჯგუფის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრინციპში, ომბუდსმენის შერჩევის მექანიზმთან დაკავშირებით პოზიციები უფრო და უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებული ომბუდსმენის შერჩევაში  იყო გამოყენებული, გარკვეულწილად, ეს მექანიზმი მოგწონს, თუმცა გვექნება ოპოზიციურ კოლეგებთან კონსულტაცია და მივიღებთ საბოლოო პოზიციას სამოქალაქო სექტორის მხრიდანაც.  ერთი რამ ცხადია, რომ სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ომბუდსმენის შერჩევაში ძალიან  მნიშვნელოვანია. ომბუდსმენი, ფაქტობრივად, ის არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც სახელმწიფო ქმნის ადამიანის უფლებების დასაცავად. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათ, ვისაც დიდი გამოცდილება აქვს ადამიანის უფლებების დაცვაში, უნდა იყვნენ ჩართული ამ პროცესში. ჩვენ, ასევე,  აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ომბუდსმენის ინსტიტუტის ინსტიტუციურ გაძლიერებაზეც და შესაბამისად, ამაზე უკვე ოპოზიციაში ვიმსჯელებთ და გვექნება სამუშაო პროცესი. ვფიქრობ, რომ ათ დღეში ფორმირებული იქნება ჩვენი პოზიციები“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მსჯელობა გაიმართა, როგორც შესაძლო საკანონმდებლო მექანიზმებზე, რომელიც კონსენსუსისკენ უბიძგებს ყველა მხარეს, რაც თავის მხრივ  დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევის გარანტი იქნება, ისე თავად პროცესზე.

„ევროკავშირმა მკაფიოდ გვითხრა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატებისგან შეარჩიეთ ომბუდსმენი და გამჭვირვალე პროცესი იყოსო, რაც  მიანიშნებს იმაზე, რომ იქამდეც ჩავიდა ამბავი იმის შესახებ,  რომ ხელისუფლება ერჩის დამოუკიდებელ კანდიდატებს და ნინო ლომჯარიასიც სწორედ ის არ მოსწონდათ, რომ ის არ იყო ხელისუფლებაზე ორიენტირებული და არ ასწორებდა თავის პოზიციებს მათ პოზიციებზე.

უმრავლესობის გარეშე ახალი სახალხო დამცველი ვერ დაინიშნება. ასევე, ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშეც ვერ დაინიშნება ომბუდსმენი,  მაგრამ  ჩვენ გვინდა ომბუდსმენი  და არა ის, რომ ვინმეს რამე დავუბლოკოთ. ამიტომ, ვმსჯელობთ როგორც შესაძლო საკანონმდებლო მექანიზმებზე, რომელიც კონსენსუსისკენ უბიძგებდა  ყველა მხარეს და ეს  იქნებოდა დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევის გარანტია, ისე თავად პროცესზე.

ომბუდსმენი ეს არის სახელმწიფოს მიერ შერჩეული უმაღლესი ადამიანის უფლებების დამცველი, ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ამ სფეროში მსუყედ იყოს გათვალისწინებული იმ ორგანიზაციების  მოსაზრებები, რომლებიც მუშაობენ მონიტორინგის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

„ლელოს“ საპარლამენტო მდივნის, ლანა გალდავას განცხადებით, აუცილებელია, რომ სახალხო დამცველის ნომინირების და არჩევის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, შერჩეული იქნას დამოუკიდებელი   და ადამიანის უფლებადაცვით სფეროში კვალიფიციურ კადრად მიჩნეული კანდიდატი, რომელიც გარანტი იქნება ომბუდსმენის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერების.

„საჭიროა ასარჩევ კანდიდატთან დაკავშირებით  შედგეს კონსენსუსი, რომ ორმხრივი უმრავლესობის მხარდაჭერა იქნას უზრუნველყოფილი, რაც, თავის მხრივ, დეპოლარიზაციის მიმართულებით იქნება წინგადადგმული ნაბიჯი და ევროკავშირის სტანდარტების დაცვად იქნება აღქმული“, – აღნიშნა ლანა გალდავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა