მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტიის წარმომადგენლები და თავად ვწყვეტთ, როდის, რა ფორმით ჩავერთოთ სამუშაო ჯგუფებში-ხათუნა სამნიძე

ნახვები: 440 ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტიის წარმომადგენლები და თავად ვწყვეტთ, როდის, რა ფორმით ჩავერთოთ სამუშაო ჯგუფებში-ხათუნა სამნიძე

როგორც ჩანს, შალვა პაპუაშვილს არ აქვს ინფორმაცია ან საზოგადოება განზრახ შეჰყავს შეცდომაში, რადგან სამუშაო ჯგუფების მონაწილე აქამდეც არ ვყოფილვარ, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძის განმარტებით, ვიდრე „ქართული ოცნება“ მკაფიოდ არ განსაზღვრავს პროცედურას, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, როგორი იქნება ოპოზიციისა და არასამთავროვრობო ორგანიზაციების როლი სამუშაო ჯგუფებში, ვერ ხედავს შესაძლებლობას, ამ პროცესის ნაწილი იყოს.

„სპიკერის მხრიდან ამ ტიპის განცხადება, რომ ვინმე ვინმეზე ზეგავლენას ახდენს, არის შეურაცხმყოფელი. როგორც ვიცი, ასე ხდება „ქართული ოცნების“ შიგნით და როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ სხვაგანაც ასე მიიღება გადაწყვეტილებები. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტიის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი დეპუტატები პოლიტიკურ ჯგუფებსა და ფრაქციებში და თავად ვიღებთ გადაწყვეტილებას, როდის და რა ფორმით ჩავერთოთ სამუშაო ჯგუფებში. სამწუხაროა, რომ ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს 12 პუნქტის შესრულებაზე, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ მისი პოლიტიკით შექმნა, რომელიც არ ითვალისწინებს სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციური პარტიების სრულფასოვან ჩართვას“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა