ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

„ამნესთი ინთერნეიშენალი“ - უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხედრო ტექნიკას საცხოვრებელ რაიონებში ათავსებს, რაც მშვიდობიან მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის

ნახვები: 483 „ამნესთი ინთერნეიშენალი“ - უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხედრო ტექნიკას საცხოვრებელ რაიონებში ათავსებს, რაც მშვიდობიან მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის

უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხედრო ტექნიკას საცხოვრებელ რაიონებში ათავსებს, რაც მშვიდობიან მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ახალ ანგარიშში.

მათი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ტექნიკას ხშირად განალაგებს სკოლებსა და საავადმყოფოებში.

ორგანიზაციის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ასეთი ტაქტიკა წარმოადგენს საერთაშოროსიო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას. ამასთან, ორგანიზაციაში ხაზს უსავამენ, რომ ეს არ აძლევს უფლებას რუსეთს, სარაკეტო დარტყმები მიიტანოს სამოქალაქო ობიექტებზე.

როგორც აღინიშნა, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ექსპერტები აპრილი-ივნისის პერიოდში რამდენიმე კვირის განმავლობაში იკვლევდნენ რუსეთის ფედერაციის არმიის მიერ სხვადასხვა უკრაინულ სოფელსა და დასახლებაზე მიტანილ დარტყმებს ხარკოვის, დონეცკისა და ნიკოლაევის ოლქებში.

ორგანიზაციის ცნობით, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გადაცემული მტკიცებულებებისა და თანამგზავრის ფოტოების ანალიზმა აჩვენა, რომ აღნიშნულ პერიოდში, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბაზირებული იყვნენ საცხოვრებელ რაიონებში, მინიმუმ 19 დასახლებულ პუნქტში და ცეცხლს უხსნიდნენ რუსულ პოზიციებს, შედეგად კი საპასუხო ცეცხლის სამიზნე მოსახლეობა ხდებოდა.

ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ამნესთი ინთერნეიშენალის“ სპეციალისტებმა ვერ მოიპოვეს მტკიცებულება, რომ უკრაინელი სამხედროები ამ რაიონებში მყოფ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებდნენ ან ეხმარებოდნენ მათ ამ ადგილების დატოვებაში.

„ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალები 5 ლოკაციაზე ბაზირებულები იყვნენ საავადმყოფოებში, ამასთან, ერთად უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ 22 სკოლის შენობაში, მათ შორის საუბარია ამ ობიექტებში ტექნიკის განთავსებაზე.

საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, ქალაქ ბახმუტში უკრაინელები ბაზად იყენებდნენ ადგილობრივ უნივერსიტეტს, რომელიც საცხოვრებელი სახლებიდან 50 მეტრში მდებარეობდა, 21 მაისს რუსეთსმა ამ შენობაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა და დაიღუპა შვიდი უკრაინელი ჯარისკაცი.

ამასთან ერთად, „ამნესთი ინთერნეიშენალში“ აცხადებენ, რომ ბევრ სხვა შემთხვევაში სპეციალისტებმა ვერ დაადგინეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფნა იმ საცხოვრებელ რაიონებში, რომლებზეც იერიში მიიტანეს რუსებმა. ორგანიზაციის ცნობით, რუსეთი იყენებდა საერთაშორისო წესებით აკრძალულ საბრძოლო მასალას და მათ შორის კასეტურ ბომბებს, ზოგიერთ შემთხვევაში რუსები იყენებდნენ არასაკმარისად ზუსი სამიზნის მქონე შეიარაღებას.

„ამნესთი ინთერნეიშენალი“ მოუწოდებს მხარეებს, გააკეთეონ ყველაფერი, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი თავიდან აიცილონ. „უკრაინის მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა დაარწმუნდეს, რომ მათი სამხედრო ტექნიკა საცხოვრებელი რაიონებიდან მოშორებით არის დისლოცირებული, ან მოახდინოს ასეთი რაიონებიდან მოქალაქეების ევაკუაცია“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„ამნესთი ინთერნეიშენალის“ ცნობით, აღნიშნული ანგარიში 29 ივლისს გადაუგზავენს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა