მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ჯო ბაიდენი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი

ნახვები: 443 ჯო ბაიდენი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი. ამის შესახებ ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„დღეს ამერიკელი მოქალაქე ბრიტნი გრაინერს პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს და ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რაც მსოფლიომ უკვე იცის: რუსეთმა უსამართლოდ დააკავა ბრიტნი. ეს მიუღებელია. მე მოვუწოდებ რუსეთს, გაათავისუფლოს ის დაუყოვნებლივ, რომ მან შეძლოს თავის მეუღლესთან, საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ყოფნა. ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას და გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა დააბრუნოს ბრიტნი და პოლ უილანი სახლში უსაფრთხოდ, რაც შეიძლება მალე“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ბრიტნი გრაინერს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სპორტსმენი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და კონტრაბანდაში. ამერიკელი სპორტსმენი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს, როდესაც მის ბარგში კანაფის ზეთი აღმოაჩინეს. რუსეთში კანაფი აკრძალულია როგორც სამედიცინო, ისე რეკრეაციული მიზნებით.

რაც შეეხება პოლ უილანს, ყოფილი საზღვაო ქვეითი რუსეთში 2018 წლის დეკემბერში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 2020 წლის ივნისში მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა