მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

სასამართლო თუ დამოუკიდებელი არ არის, ის საერთოდ არ არის სასამართლო, ეს პრობლემა გვაქვს გამოსასწორებელი​-იაგო ხვიჩია

ნახვები: 462 სასამართლო თუ დამოუკიდებელი არ არის, ის საერთოდ არ არის სასამართლო, ეს პრობლემა გვაქვს გამოსასწორებელი​-იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას განცხადებით, მთავარი პრობლემა, რაც საქართველოში სასამართლოს აქვს, არის დამოუკიდებლობის არქონა.

მისივე თქმით, სწორედ ეს პრობლემაა გამოსასწორებელი.

„მთავარი პრობლემა, რაც საქართველოში სასამართლოს აქვს, ეს არის დამოუკიდებლობა. თუ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ის საერთოდ არ არის სასამართლო – უბრალოდ, შენობას გარედან აწერია სასამართლო. ჩვენ მხოლოდ ეს პრობლემა გვაქვს გამოსასწორებელი. შენობას გარედან სასამართლო რომ აწერია, ნამდვილი სასამართლო უნდა გავხადოთ. სამუშაო ჯგუფებში ვეცდები, გავიგო, რა ჰგონია ხელისუფლებას პრობლემა და რის გამოსწორებას აპირებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა