რობინ დანიგანი - ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
მაია სანდუ - საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას მათ ვერავინ წაართმევს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე
გიორგი გახარია - როდემდე შეიძლება ამ ცირკში ვიყოთ?
მეუფე საბა - საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს
გიორგი გახარია - მივმართავ დასავლელ პარტნიორებს, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს და არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს
ნათია მეზვრიშვილი - საჯარო მოხელეებო, ზუსტად ვიცი ხვდებით, რომ გუშინ ფორმიანების უკან რუსული ძალა იდგა

თეატრი და კარანტინი

21.09.2020 ნახვები: 707

ავტორი: ანი ცხვედაძე, თეატრმცოდნე

მსოფლიომ მონოტონურად ერთტაქტიან გულისცემას აუწყო ფეხი... ახლა გლობალურად ყველა ქალაქში ერთმანეთის მსგავსი საერთო რეგულაციები მოქმედებს, რამაც რამდენიმე თვეა რაც განსაზღვრა მსოფლიო მოქალაქის, და მე ვიტყოდი, კრებით კონტექსტში, კოსმოპოლიტი მოქალაქის მოქმედების არეალი... ერთგვარად შემოსაზღვრულ რეალობაში ეძებენ საკუთარი გამოხატვის თუ თვითგადარჩენის გზებს კულტურის სხვადასხვა სფეროები ეპიდემიურ და პოსტეპიდემიურ „დეკადაში". 

პანდემიის აქტიური მძვინვარების პერიოდში მსოფლიოს საოპერო, საბალეტო თუ დრამატულმა თეატრებმა, ეგრეთ წოდებული ვირტუალური რეაქტიულობა აირჩიეს თვითდემონსტრაციის ერთადერთ გზად, რაც დღემდე გრძელდება... ამ მასშტაბურმა განაცხადმა უამრავ თანამოქალაქეს, რასაკვირველია, ერთის მხრივ მიანიჭა უნიკალური შანსი ენახა არა ცოცხლად, მაგრამ მეორეს მხრივ „ონლაინ რეჟიმში" უმაღლესი მხატვრული ღირებულების მქონე სხვადასხვანაირი ნიმუში... ფაქტობრივად, პანდემიური კრიზისი მსოფლიო კულტურის საყოველთაო რეგენერაციის და ყველა ქვეყანაში შეღწევის უნიკალურ მაგალითად ტრანსფორმირდა და „პანდემიის" სემანტიკურობის საწინააღმდეგოდ ნამდვილად პოზიტიური მოცემულობის სახე მიიღო. პრეისტორიული წიაღსვლებით, ისტორიულად ყველანაირი კრიზისის შემდგომ არაერთხელ დაამტკიცა თეატრმა საკუთარი უმაღლესი კულტუროლოგიური აუცილებლობის „მნიშვნელოვნება"... როდესაც დროებით "დროში გაწელილი კრიზისის" შემდეგ, დეკონსტრუქციისა და მომენტალური ჩაჩუმების სანაცვლოდ რეკონსტრუირებულ-სისხლგადასხმული ცოცხალი ხელოვნება ფენიქსივით ახალ სიცოცხლეს იწყებდა და არსად ქრებოდა...
მეოცე საუკუნის ცნობილი თეატრალური მოღვაწის ეუჯენიო ბარბას სიტყვები რომ მოვიშველიოთ, დაახლოებითი პერიფრაზირებით: -[ ] „თუკი ხალხს არ დააინტერესებს ის თეატრი, როგორსაც ვაკეთებთ, ეს ჩვენივე ბრალიაო" - აბსოლუტურად ავთენტური აზრია დღევანდელი დღისთვისაც, ვინაიდან, პრეპანდემიური, პანდემიური თუ მოახლოებული პოსტპანდემიური მოცემულობებით ხელისგულზე გამოჩნდა, რომ თეატრალური ხელოვნების დაპაუზების საკითხი ხალხს მასიურად დიდად არ აღელვებს, ან საერთოდ არ აღელვებს! ამ სამწუხარო სინამდვილემ კიდევ მეტი სიმძაფრით დაანახა ქართულ თეატრებში მოღვაწე საზოგადოებებს, რომ, ის რასაც ისინი მანამდე „აკეთებდნენ"(„ქმნიდნენ") აქტუალური და მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ ყოფილა...! ამიტომ მიმდინარე პერიოდი მაქსიმალურად გონივრული გადააზრებისთვის, თვითრეფლექსიისთვის უნდა დაიხარჯოს... აღნიშნული მდგომარეობა უნდა კოორდინირდეს მუდმივმოქმედი კრიზისული ბარიკადების მეტნაკლებად შემცირებისკენ და თეატრალური ხელოვნების, როგორც აუცილებელი სასიცოცხლო რგოლის დამტკიცებისკენ.
ხალხს უნდა, რომ იგრძნოს თეატრალური კულტურის თვალსაჩინოება, მისი, როგორც მაღალი კულტურული ინსტიტუციის გარდაუვლად არსებობის საჭიროება(!), რაც რასაკვირველია პირდაპირპროპორციულ კავშირშია მოქალაქის, როგორც სოციო-კულტურული ინდივიდის ჩამოყალიბებისა და თვითგანვითარების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ახლა არაა მოთქმა-გოდების დრო, თუ რატომ სასწრაფოდ ჯერ ისევ პანდემიის პირობებში არ თამაშობენ სპექტაკლებს! ახლა, ეგრეთ წოდებული „დააფდეითების", თვითგანახლებასა და სამომავლოდ სიცოცხლეზე ფიქრის დროა.
ცხადია, რომ თეატრალური ხელოვნების შეჩერების საკითხი პირდაპირ გულისხმობს თეატრების ფინანსურ კოლაფსს და მსგავსი პრობლემის მანკიერი პრაქტიკის ჩანაცვლება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივად, ინსტიტუციონალურ დონეზე უნდა ხდებოდეს, თუმცა "უნდა ხდებოდეს" და "არ ხდება", ისევე როგორც, სხვა სახის პრობლემების სახელმწიფოებრივი ინსტიტუციის დონეზე ცვლილება-გაჰუმანურება ხალხის სასარგებლოდ არასდროს ხდება(!) და ამიტომ „აქ და ახლა" საჭიროებაა, რომ თუნდაც მწირე ფინანსურ პირობებში თეატრმა შექმნას მთავარი...: მაგნიტივით მიმზიდველი ენერგეტიკული ველი მწვავე პრობლემატიკით და რბილი თემებით... დაბადოს ჯერ კიდევ განუხორციელებელი ინტერაქციული კავშირი თეატრის აუცილებელ კომპონენტს - მაყურებელსა და თავის თავს შორის. შედეგად დაანახოს და არ დაავიწყოს, თუნდაც ძალიან ლოკალურ აუდიტორიებს მისი ფუნქციონალურობის მაღალი ხარისხი.
ფართომასშტაბიანი ობსტრუქციის დასაწყისიდანვე, როგორც აღვნიშნე მსოფლიოს სახელოვნებო სფეროების სეგმენტმა მთლიანად კიბერ სივრცეში გადაინაცვლა...: მსახიობების „ონლაინ კავშირებით" ვირტუალურ მაყურებელთან; ე.წ. „ლაივსტრიმებით", თუ სხვადასხვა ონლაინ ფესტივალებით... გლობალურმა მცირე დროში აპრობირებულმა პრაქტიკამ საქართველოშიც შემოაღწია, რა თქმა უნდა, და ჩვენი ქვეყანაც ერთგვარ გამოწვევას ანალოგიური პასუხით შეეგება... ქართულმა თეატრების აბსოლუტურმა უმრავლესობამაც გახსნა საკუთარი არქივები თუ სარეპერტუარო სპექტაკლები ქართველი და არამარტო ქართველი მაყურებლისთვის, ასევე ვირტუალური სივრცე შექმნა სტუდენტების ჯგუფმა სახელწოდებით: „პიესების ონლაინ კითხვა", ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრმა კი სარეპერტუარო სპექტაკლების გაკომიქსებული ვარიანტები შემოგვთავაზა, აღნიშნული გამოცდილებები ამ პირობებში ციფრული ტექნოლოგიების ერთგვარი ათვისების მცდელობად შეიძლება ჩავთვალოთ. გარდა ამისა, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის დაფუძნებული ელ. პლატფორმა - ქართული თეატრის ელექტრონული არქივი /www.theatrelife.ge/ აქტიურად ახორციელებდა და ახორციელებს ონლაინ დისკუსიების ციკლს პროექტის „თეატრი კარანტინში" ფარგლებში - სათეატრო ხელოვნებაში მიმდინარე ჩიხურ სიტუაციასა და დარგის გრძელვადიან დისონანსურ პროცესებთან მიმართებაში.
მას შემდეგ, რაც ქართულმა სახელმწიფო თუ კერძო თეატრებმა მასიურად განათავსეს სპექტაკლები კიბერ სივრცეში, საზოგადოების დიდი ნაწილი ვინც შეგნებულად ან გაუთვითცნობიერებულად არ დადის თეატრებში თვითმხილველი გახდა რა ხდება „აქ", „ჩვენთან"... სად ვართ და რა რთული პრობლემების წინაშეა სფეროს ფუნდამენტური ჩანასახები... როგორ უსახურ და ოდნავ მბჟუტავ კონდიციას ინარჩუნებს უკვე რამდენი წელია.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ კიბერ სივრცე, როგორც მარკეტინგულად სარგებლიანი ინსტრუმენტული გზა ვერ გახდება სამუდამო გამოსავლის თუ დარგის თვითმყოფადობის გადარჩენის მიზეზი, მაშინ, როცა საქმე ცოცხალ, საშემსრულებლო, პერფორმატიულ ხელოვნებას ეხება... ადამიანები არ უნდა გაუცხოვდნენ სამყაროსგან დიდი ხნით, ვინაიდან პროსტრაციასა და ესკაპიზმამდე არსებულ სიტუაციაში უმნიშვნელო "ბიძგიღა" რჩება!
საშემსრულებლო-პერფორმატიული ხელოვნების დარგში მომუშავე ხალხს ახლა (.ალბათ.)როგორც არასდროს სჭირდება მიმდინარე - აქტუალური
პრობლემების მატერიალურ-შინაარსობრივი ქსოვილის ადეკვატურივე ტექსტუალიზება საშემსრულებლო პროდუქტში. ტექსტობრივ-დრამატურგიული ასპექტის მეტისმეტი პრიმიტივიზმი მაყურებელს ყოველთვის ღლის და ბეზრდება, რომ არაფერი ვთქვათ არავერბალური გამოხატვის ზედმეტად შიშველ არაპროფესიონალიზმზე...
ცოცხალი ხელოვნება და უმთავრესად „თეატრი" არასდროს არსებობდა და ვერც იარსებებს მაყურებლის, თვითმხილვევლის, ანუ თანათვითმხილველის გარეშე. მაყურებელი დაიღალა გამუდმებით თანამონაწილეობის ალუზიების განცდით; პერმანენტულ რეჟიმში შემოთავაზებული უსიცოცხლო მოდელირებებით!
ყოველთვის გვახსოვდეს რომ: ცუდი თუ კარგი სახელოვნებო პროდუქტი, რომელიც საჯაროა -მხოლოდ თავისთავად, ლატენტურად არ არსებობს, არამედ ელოდება გამოხმაურებას, რეზონანსს, შედეგს თუ რამენაირ შეფასებას ხალხისგან და დარგის სპეციალისტებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში „ხელოვნება" არ იქნებოდა დეკლამაციური, საჯარო თუ დემონსტრაციული, მაშინ შეიქმნებოდა ოთხ კედელში და დარჩებოდა იქვე. ამიტომ თავს ნურავინ მოიტყუებს, რომ „მუშაობის შედეგზე ხალხის რეაქციები არ აინტერესებს", ვინაიდან ამგვარი აზრი უკიდურესად არადამაჯერებელი და ღიმილისმომგვრელი იქნება ყოველთვის.
... და თუკი ლიტერატურის მკვლევარს ალან კირბს ციტატას მოვპარავ: [ ]„მოდერნიზმის ნევროზულობისა და პოსტმოდერნიზმის ნარცისიზმის სანაცვლოდ ფსევდო-მოდერნიზმს სამყარო სადღაც მიაქვს, ახალ, უწონად, ჩუმი აუტიზმით აღსავსე „არსაითში"."---სწორედ ამ ფაქტობრივი მტკიცებულების ირიბ-ბუკვალური გაქარწყლება უნდა მოახერხოს თეატრალურმა კულტურამ საშემსრულებლო პრაქტიკაში ან ძალღონე არ დაკარგოს, რომ ხალხს დაანახოს "თავისი წილი" ადგილი ეროვნულ-გლობალურ კულტურულ რუკაზე... პოსტპანდემიური პერიოდი უნდა გახდეს, პირველ რიგში, თეატრის, როგორც კულტურული ღირებულების რეაბილიტაციის, როგორც მყარი აქსიოლოგიური ასპექტის განმტკიცების საწინდარი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა