მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

შალვა პაპუაშვილი - წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს, მნიშვნელოვანია, სწორედ ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედოს ჩვენმა სახელმწიფომ

ნახვები: 437 შალვა პაპუაშვილი - წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს, მნიშვნელოვანია, სწორედ ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედოს ჩვენმა სახელმწიფომ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მათ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2008 წლიდან დღემდე ვხედავთ რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს, რისი დასტურიცაა ომი უკრაინაში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია სწორედ ამ პერსპექტივიდან და ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედოს ჩვენმა სახელმწიფომ.

„დღეს საქართველოს სახელმწიფო აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს. 14 წელი გავიდა 2008 წლის ომიდან. ეს წლები ერთის მხრივ არის ის წლები, როდესაც ჩვენი სახელმწიფო, დაღუპულების ოჯახები ყოველდღიურად ვფიქრობდით მსხვერპლზე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა და სამოქალაქო პირებმა გაიღეს ამ ომის დროს – 400-ზე მეტი დაღუპული და 2000-ზე მეტი დაჭრილი სამხედრო და სამოქალაქო პირი. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს. ჩვენ ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, იმის გამო, რომ სათანადო რეაგირება, შესაძლოა 2008 წელს არ გვქონდა საერთაშორისო საზოგადოებისგან, ვნახეთ თუ რა მოჰყვა ამას 2014 წელს უკრაინაში, ვნახეთ როგორ გაგრძელდა ეს 2022 წელს უკრაინაში, ეს არის ერთი მთლიანი აგრესიის ნაწილი და მნიშვნელოვანია სწორედ ამ პერსპექტივიდან და ამ გადმოსახედიდან ჩვენ ვიცოდეთ თუ რამხელა რისკები არის საქართველოსთან დაკავშირებით რუსული აგრესიის მხრივ და სწორედ ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედოს ჩვენმა სახელმწიფომ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა