ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ირაკლი ღარიბაშვილი - ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ პირველად, გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს, გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი

ნახვები: 488 ირაკლი ღარიბაშვილი - ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ პირველად, გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს, გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი

ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პირველად, პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს, გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ექსპორტის და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული ტენდენციები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება.

„ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ტურისტი არის ქვეყანაში შემოსული. ახლა მინდა, გითხრათ, რომ ივლისში, მოგზაურობიდან, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პირველად, პანდემიის შემდეგ, გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს. არათუ მოხდა აღდგენა და გაუთანაბრდა, არამედ გაასწრო 2019 წლის მონაცემს და გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი.

კერძოდ, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 476 მილიონი აშშ დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია. ხოლო თუ ამას შევადარებთ 2021 წელის მაჩვენებელს, ეს არის დაახლოებით 130%-ით მეტი და ჯამურად იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა მილიარდ 618 მილიონი აშშ დოლარი.

ასე რომ, ექსპორტის და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით, მაღალი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება ივლისშიც, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. რა თქმა უნდა ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტად დასაქმდებიან ჩვენი მოქალაქეები შემოსავლების ზრდას და სიღარიბის შემცირებას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა