მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენისა წესსა და შერჩევის კრიტერიუმებს 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია შეიმუშავებს

ნახვები: 429 სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენისა წესსა და შერჩევის კრიტერიუმებს 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია შეიმუშავებს

სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენისა წესსა და შერჩევის კრიტერიუმებს 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია შეიმუშავებს.

აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ პრესკონფერენციაზე წარადგინეს.

როგორც ნიკა სიმონიშვილმა აღნიშნა, სამოქალქო სექტორის შეთავაზება მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა.

„სამოქალაქო სექტორის ეს შეთავაზება, რა თქმა უნდა, მიმართული არის იქეთკენ, რომ ჩვენ შევძლოთ რეალურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა. ჩვენ ერთხელ ეს პროცესი უკვე გავიარეთ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას ვთავაზობთ იმავე გზას, იმავე პროცესს, რომელმაც ჩვენ ხუთი წლის წინ მიგვიყვანა კარგ შედეგამდე. შესაბამისად, ჩვენი ეს შეთავაზება არ არის რაღაცა ახალი გამოგონება, ეს არის ძველი გამოცდილი გზა, რომელსაც ჩვენ პარტიებს კვლავაც ვთავაზობთ. აქედან გამომდინარე, ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ მოხდეს სახალხო დამცველის შერჩევა არა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან გარიგებით, არამედ შეთანხმებით იყოს შესაძლებელი რეალურად დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის შერჩევა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეს შეთავაზებაც არის მიმართული სწორედაც იქითკენ, რომ შევძლოთ სახალხო დამცველის შერჩევა“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა