ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

აშშ-ის საელჩო - უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური მოსამართლეების შენარჩუნებისთვის, რეკომენდებულია მოსამართლეთა უვადოდ არჩევა, უნდა გაზარდოს არჩევისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა

ნახვები: 481 აშშ-ის საელჩო - უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური მოსამართლეების შენარჩუნებისთვის, რეკომენდებულია მოსამართლეთა უვადოდ არჩევა, უნდა გაზარდოს არჩევისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა

უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური და გამოცდილი მოსამართლეების შენარჩუნების მიზნით, რეკომენდებულია კონკრეტული ვადით დანიშნული მოქმედი მოსამართლეების უვადოდ არჩევა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებულ რეკომენდაციებშია ნათქვამი.

რეკომენდაციებში ასევე საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატთა წარდგენასა და არჩევაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა უახლოეს წარსულში მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ღია კენჭისყრას საბჭოში, გადაწყვეტილებების დასაბუთებასა და ქულებით საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების გამოვლენას, ჯერ კიდევ არსებობს საკითხები, რომლებიც საჭიროებს რეფორმირებას. პარლამენტმა უნდა იმუშაოს პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მოსამართლეებთან, ექსპერტებთან და, ინკლუზიური პროცესის მეშვეობით, შეიმუშაოს სრულყოფილი სასამართლო რეფორმა, რომელიც მოიცავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასა და პარლამენტის მიერ არჩევასთან დაკავშირებით. კანონმდებლობამ უნდა გაითვალისწინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის წარდგენა საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ის და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობით. გარდა ამისა, კანონმდებლობამ უნდა გაზარდოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა, ამჟამინდელი უბრალო უმრავლესობიდან (76 ხმა) 90 ხმამდე, იგივე, რაც საჭიროა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის დანიშვნისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა